რეგისტრირებული ფაქტები88410
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, პოლიევქტო კიკალიშვილი ექიმი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ეფემია სიმონის ასული მესხი-გეპნერისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 21 ნოემბერს ივანე ლეჟავა დიდი ჯიხაიშის ბიბლიოეკის ხელმძღვანელად დაინიშნა.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს რაჟდენ სოლომონის ძე ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი გახდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ბაგრატ ბეთანელს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში სწავლის დაფინანსებაზე უარი უთხრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 26 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სამკითხველოს 94.95 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ასლან მომცემლიძეს შესაწირის მიცემაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილება ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გიორგი იოსელიანის წიგნის შეძენაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკას 1901 წლის პირველ ივნისს ჰქონდა 124 მანეთი და 56 კაპიკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თევდორე რაზიკაშვილს დახმარებაზე უარი უთხრა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების შემოსავალი 3424 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1923 მანეთსა და 78 კაპიკს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ ივნისს თბილისის მე-2 სამკითხველომ ხარჯების სახით 26 მანეთი გასცა. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის დადგენილებით, ალექსანდრე როინაშვილის ქვრივის, ელისაბედ როინაშვილისთვის, შემწეობა 20 მანეთი უნდა მიეცათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით პოლიევქტო კიკალიშვილს ხონის სამკითხველოსთვის თანხის შეგროვების უფლება მისცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოების გამგეობამ დაამტკიცა ზაქარია ფალიაშვილისთვის მისაცემი ჰონორარი, 20 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით სოფელ დვირის სკოლას 30 „დედა ენა“ და 100 ცალი ქართული ენის რვეული გაუგზავნა.

