საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81314

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს არდადეგებზე ივანე გაჩეჩილაძე ითხოვდა 28 დღიან შვებულებას ჯამაგირის შენახვით, რომელიც არ დაუკმაყოფილეს. განათლების სამინისტროს პასუხის მიხედვით, სასწავლებლის ინსპექტორი შვებულებაში იყო და დირექტორის გარეშე სასწავლებლის დატოვება უხერხული იქნებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძე სთხოვდა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ მისთვის ცილისწამების თავიდან ასაცილებლად და ავტორიტეტის აღსადგენად მოეხდინათ მკაცრი რევიზია და თუ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდებოდა მიეღოთ საჭირო ზომები ავტორის წინააღმდეგ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 7 ოქტომბერს ივანე გაჩეჩილაძემ მისწერა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ გაზეთ „სოციალ-დემოკრატის“ N 23-ე გამოცემაში დაიბეჭდა ცილისმწამებლური სტატია სათაურით „მყრალი ჭაობი“, რომელიც მისი თქმით, დაწერილი იყო ერთ-ერთი იმ მასწავლებლის მიერ, რომელიც მუდამ ცდილობდა სასწავლებლის ნორმალური ცხოვრების შეფერხებასა და პირადი შურისძიებით გაჟღენთილი ივ. გაჩეჩილაძის ავტორიტეტის დაცემას საზოგადოებაში.

1919

ტიპი: ავტორობა

თავისი რუბრიკაში ევგ. ჟარკოვსკი გვიამბობს, რომ ძველ იურთზე შეტევის წინ სტანიცა პეტროპავლოვსკაიაში ჩეჩენთა თანაგრძნობის ბრალდებით დააპატიმრეს კაზაკთა საჯარისო ოლქის თავმჯდომარე გუბარევი, რომელიც არ ემხრობოდა ჩეჩენ-ინგუშთა წინააღმდეგ ლაშქრობების გააქტიურებას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 29 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას სთხოვა გეოგრაფიის მასწავლებელ ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის საბუთები დაებრუნებინათ. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე და საქმისმწარმოებელი ივ. მხეიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე სერგი დანელიამ ივანე გაჩეჩილაძეს ნება დართო, თბილისში ჩასულიყო ორი დღით სასწავლებლის საქმეების გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 31 იანვარს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის დირექტორ ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანს განათლების სამინისტრომ სთხოვა, ეცნობებინა, როდის და რა ნომრით წარადგინა მასწავლებელ ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის დოკუმენტები. ხელს აწერენ დ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის მარტში ივანე გაჩეჩილაძემ წერილი გაუგზავნა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე სერგი დანელიას და სასწავლებლის საქმეების გამო რამდენიმე დღით თბილისში ჩასვლის ნებართვა სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს მისწერა, რომ როგორც კი მიიღებდა ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის შესახებ საჭირო დოკუმენტებს, მაშინვე გაუგზავნიდა მას. ხელს აწერენ გიმნაზის გამგე და საქმისმწარმოებელი დ. მიქაბერიძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან ივანე ერასტის ძე გაჩეჩილაძე თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა ივანე ალექსანდრეს ძე აზნაუროვის განცხადება და შუამდგომლობის თხოვნა, რომ ის პირველი ნოემბრიდან ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაემტკიცებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 ნოემბერს თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანმა საშუალო სკოლების მთავარგამგეს აცნობა, რომ ნინო აკოფოვისამ მაღალ კლასებში ბუნებისმეტყველების სწავლებაზე უარი განაცხადა. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ილია ჯიშკარიანი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დ. მიქაბერიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 ნოემბერს საქმისმწარმოებელმა მაქსიმე ბერძნიშვილმა ილია ალხაზიშვილს მის შუამდგომლობაზე, შალვა ალხაზიშვილის თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიაში მასწავლებლად დატოვების შესახებ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გადაწყვეტილება აცნობა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 15 დეკემბრიდან თევდორე კიკვაძე თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობის“ განცხადების მიხედვით, 1920 წლის 19 სექტემბერს მეორე ქართულ კლუბში გაიმართებოდა ლოტბარ გრ. იოს. იხილჩიკის ბენეფისი.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 19 სექტემბრის „ერთობის“ ცნობით, თბილისის დეპოს ხელოსნებმა გაბო ჯალალაშვილმა და ესტატე ნიკიფორეს ძე მანჯგალაძემ განაცხადეს, რომ ტოვებდნენ კომუნისტურ პარტიას და სურდათ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრობა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 11 სექტემბერს ცხინვალის მიმართულებით ყაჩაღთა ბრბოებთან შეტაკების დროს მოკლეს ოფიცერი იოველ ლევანის ძე აბჟანდაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

„ერთობაში“ დაბეჭდილია N1 ჯავშნიანი მატარებლის გვარდიელის, იმედაშვილის მადლობა. 1920 წლის 7 სექტემბერს იგი გაუქურდავთ და მილიციელ ივლიანე ირაკლის ძე ჯანელიძეს მეორე დღესვე დაუკავებია ქურდი არტაშა მაილიანცი (ფალასა). იგი დანაშაულში გამოტეხილა და ნივთები დაუბრუნებია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ევროპის სოციალური დელეგაციის შესახვედრად მთავრობის წარმომადგენლად ბათუმში გაემგზავრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობაში" თბილისის მეოთხე ვაჟთა გიმნაზიის ტრაგიკულად გარდაცვლილი დირექტორის მიხეილ ყარმანის ძე ზაალიშვილის ნეკროლოგი დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 სექტემბრის „ერთობაში“ ინჟინერ მამაცაშვილის მიერ გზათა სამინისტროსადმი წარდგენილი მოხსენება გამოქვეყნდა. იგი ნავსადგურებში წარმოებულ მუშაობას ხელმძღვანელობდა და მიაჩნდა, რომ რიონზე, ჭოროხზე, ციასა და ხოფზე ნაოსნობა უნდა აღედგინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 სექტემბერს თბილისში უნდა გამართულიყო საქართველოს ხელოვნების მუშაკთა ყრილობა. ორგანიზაციებს, რომლებიც წარმომადგენლებს გზავნიდნენ, წინასწარ უნდა შეეტყობინებინათ საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე ფ. ვ. რადოლინისა და მდივან ვ. დ. ნარცევისთვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 20 სექტემბერს თბილისში გაიმართება საქართველოს ხელოვნების მუშაკთა ყრილობა. იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც თავიანთ წარმომადგენლებს გზავნიან, უნდა შეატყობინონ საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარეს, ფ. ვ. რადოლინს. მდივანი ვ. დ. ნარცევი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს, შრომის კომისრის თხოვნის თანახმად, მომრიგებელ კამერაში ბათუმის წარმომადგენელად საბჭომ აირჩია ჯემალ-ეფენდი ქიქავა და მის კანდიდატად – გ. ვ. ბოგდანოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე, გაიხსნა ბათუმის საბჭოს სხდომა, რომელსაც ო. რამიშვილი თავმჯდომარეობდა.