რეგისტრირებული ფაქტები86994
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, დავით ძაძამიძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლად დაენიშნათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამსონ ფირცხალავას თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებათა კრების შესახებ ცნობების შეგროვება დაევალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარის მაგივრობა შეასრულა დავით კარიჭაშვილმა, მდივანი იყო სამსონ ფირცხალავა, კრებას დაესწრნენ: ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, პეტრე სურგულაძე და ალექსანდრე მდივანი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს დომინიკა ერისთავის თხოვნა, სალიტერატურო ფონდიდან 100 მანეთის სესხად მიცემის შესახებ.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წელს ზედაზნის მონასტრის წინამძღოლმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულებიდან მონასტრისთვის მიწის მიყიდვა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ექვთიმე ხელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 237. 09 მანეთის წიგნები შესწირა: 260 ცალი „ნატვრისთვალი“, 440 — „იუდას“, 240 ეგზემპლარი „ჩვენს ქალებს“, 200 — „საერო დღესასწაულს“ და 10 — „ირაკლი მეორეს“.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს რუსეთის სიტყვიერების მოყვარეთა საზოგადოების მოწოდება, მონაწილება მიეღოთ 26 აპრილს მოსკოვში ნიკოლოზ გოგოლის ძეგლის გახსნაში.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრები იყვნენ: ჰუსეინ აღა ბაკურიძე, ჰუსეინ-ბეგ ბეჟანოვი, ჰუსეინ აღა გამბარ ოღლი, დურსუნ-ბეგ აბაშიძე, ზადე კადირ ეფენდი და ოსმან აღა აბაშიძე.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მზრუნველთა საბჭოს წევრები იყვნენ: თორნი ზადე, ჰიშამ ზადე, კარა აღა ზადე, ქემალ აღა ზადე, როსტომ აღა ზადე, მეჰმედ ეფენდი ზადე, შერიფ აღა ზადე, ჰუსეინ აღა ზადე, მელექ ზადე აბაშიძე, სულეიმან ეფენდი ზადე, სულეიმან აღა ზადე.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 14 დეკემბერს ბათუმში მყოფმა სერგი ირაკლის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ ადგილობრივი ბეგები რუსების მიერ წართმეული ზღვისპირა შენობის კომპენსაციის ასაღებად დახმარებას ითხოვდნენ. მათ აღებული თანხის გადაცემა სურდათ საზოგადოებისთვის სკოლის ასაშენებლად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლისთვის 100 თუმნის სესხება სთხოვა.

