რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 27 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის გამგის მოხსენება სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ივლისს მარიამ ლაზარეს ასულმა კალანტაროვმა თელავის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებლის დირექციას შვილის, ნატალია კალანტაროვის რუსულ ჯგუფში ჩარიცხვა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს კოტე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „კულტურის ისტორია“ და 800 ცალი ლექსიკონი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით გომარეთის სკოლას 150 მანეთი გადასცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რაფიელ ერისთავის დასაფლავებაზე ფულის შემკრები კომიტეტის ხაზინადარ ვასილ სულხანიშვილს 25 მანეთი გადაუხადა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 24 აპრილს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქუთაისისა და სენაკის სამზრუნველო კომიტეტის წარმომადგენელებმა მოხსენება გააკეთეს ამავე სკოლების მდგომარეობის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას 20815.31 მანეთი ჰქონდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც პირველიდან 27 თებერვლამდე საზოგადოებამ დახარჯა 1293.98, დარჩენილი ჰქონდა - 862.73 მანეთი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა რაფიელ ერისთავის გარდაცვალების შესახებ გააკეთეს მოხსენება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმის თანახმად, რაფიელ ერისთავის დაკრძალვას ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ყველა წარმომადგენელი დაესწრო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რაფიელ ერისთავის გარდაცვალების შესახებ სამ რუსულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში 13 მანეთი გადაიხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 622.40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ლაბაურს 49 მანეთი გადაუხადა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ფილიპე მახარაძეს „აზიის მნათობის“ თარგმანისთვის 12 მანეთი გადაეცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ თომას ძე ბერიშვილის თხოვნა მარტყოფის ბიბლიოთეკისთვის დახმარების შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დადგენილება ხელთუბნისა და წინარეხის სკოლის მასწავლებლებისთვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. ხსენებულ სასწავლებლებს სწავლა არ ჰქონდათ დაწყებული, ამიტომ გამგეობამ მათ ჯამაგირი არ მისცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 მარტს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის ანგარიშისთვის 30 მანეთი გადაეცა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სკოლისთვის დახმარების შესახებ. მისი სურვილი არ დააკმაყოფილეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ელ. გიჟიმყრელის თხოვნა ახალშენის სამკითხველო სკოლის დახმარების შესახებ. გამგეობამ მას ერთი თუმნის ქართული წიგნები გადასცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 სექტემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 7 ივნისიდან 31 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 10322.87 მანეთი, დაიხარჯა – 3800.

