რეგისტრირებული ფაქტები80195
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სამხედრო მინისტრმა გრიგოლ გიორგაძემ ეროვნული საბჭოს წევრის, სიმონ მდივნის თანდასწრებით აღლუმი გაუმართა ქუთაისის გარნიზონის ჯარებს ყაზარმებში. ჯარის მდგომარეობით მინისტრი კმაყოფილი დარჩა და დეპეშით აცნობა მთავრობის თავმჯდომარეს, რომ პირველი დივიზიის შექმნის საქმე კარგად მიდიოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სანდრო ბაქრაძემ, სარგის კაკაბაძემ და ვასილ ბარნოვმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნ. ერისთავისა და ნ. ღოღობერიძის სახელობის პრემიის მისაღებად ნაწარმოებები წარადგინეს.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამსახურებრივი დანაშაულის გამო დააპატიმრეს ახალციხის საპყრობილის უფროსი ჩიქოვანი. ის გადმოგზავნეს თბილისში მეტეხის ციხეში მოსათავსებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 იანვარს სასოფლო-სამეურნეო ბანკის დარბაზში გაიმართა ქართული შრიფტის შემსწორებელი მცირე კომისიის კრება თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძის თავმჯდომარეობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ქართულ კლუბში გამართულ დრამატული საზოგადოების წევრთა კრებაზე კლუბის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს პავლე დავითის ძე საყვარელიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ამერიკის გენერალური კონსული ჩარლზ მოზერი თბილისში ჩამოვიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ალიმარდან-ბეკ ტოპჩიბაშევი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვარს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინიციატივით ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და დიმიტრი ყიფიანის პანაშვიდი გადაიხადა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო ნოე ჟორდანიამ სხვადასხვა დაწესებულებისა და პირისგან (პოლკოვნიკ სრესელისგან, მაიორ ოთხმეზურისგან, ახალციხე-ახალქალაქის სამღვდელოებისგან, პოლკოვნიკ გრიგოლიასგან) მილოცვის დეპეშები მიიღო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს მაიორი გიორგი ოთხმეზური ახალციხე-ახალქალაქის რაზმის დროებითი უფროსი იყო.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მისალმებისა და მილოცვის წერილები მოუვიდა ახალქალაქიდან (ერობის თავმჯდომარე ფაჩულიასგან), სიღნაღიდან (ერობის თავმჯდომარე ახმეტელაშვილისგან) და სოხუმიდან (ფოსტა-ტელეგრაფის მოსამსახურეთაგან).
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს კონსულმა ოდესაში ევსეი უშვერიძემ მიიღო პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის სტანისლავ პატეკის მადლობის წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ევსეი უშვერიძე სიცოცხლის ფასად იცავდა პოლონეთის მოქალაქეებს ბოლშევიკური ტერორისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში თამბაქოს სარეალიზაციოდ და პურის საქმის მოსაგვარებლად საზღვარგარეთ გაიგზავნა მთავრობის წარმომადგენელი ქავთარაძე.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის იანვარში ზუგდიდის მაზრის კომისარმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყა, რომ ცნობილი ყაჩაღი იესე პერტაია გაქცევის მცდელობის დროს მოკლეს. ასევე მოკლულია ყაჩაღი კალენიკე ჭანკვეტაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება ბათუმის ქართველ მუსლიმანთა სახელით დეპეშით მიულოცა საქართველოს მუსლიმთა განმათავისუფლებელი კომიტეტისა და მეჯლისის თავმჯდომარე მემედ ბეგ აბაშიძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ნოე ჟორდანიას შეხვდნენ საფრანგეთის სამხედრო მისიის მეთაური კავკასიაში დე ნონანკური, რომელმაც მთავრობის მეთაურს საქართველოს დამოუკიდებლობა მიულოცა, სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოვანეს თუმანიანი და თბილისში მყოფი სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები.
1920
ტიპი: ავტორობა
საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით გამართულ დამფუძნებელი კრების საზიმო სხდომას მიმართა მთავრობის თავმჯდომარემ და განაცხადა: „დასავლეთი თუ აღმოსავლეთი – აი ეს კითხვაა ჩვენს წინაშე დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია. ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს... ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს“.