რეგისტრირებული ფაქტები88881
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1931
ტიპი: ღონისძიება
1931 წელს დავით შარაშიძის ცოლის ძმამ რენემ ტუსენმა დავითის მშობლებს, ნინო ქიქოძესა და გიორგი შარაშიძეს საფრანგეთიდან საქართველოში ამანათი გამოუგზავნა.
1931
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 18 ივლისს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ გარდაიცვალა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლე, ნინო პოლტორაცკაია.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 4 თებერვალს პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილმა თბილისის გუბერნიის დაბალი სასწავლებლების მთავარგამგეობას მისწერა, რომ გორის რაიონის მთავარგამგეობას სთხოვა სასწავლებელთა კრების დადგენილება – მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესახებ, როგორც არასამართლიანი და უკანონო შეეცვალათ და მასწავლებლად დაენიშნათ. ის ითხოვდა 1919 წლის პირველ იანვარს კუთვნილი ანაზღაურება მიეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ თბილისის მაზრის საერობო ხმოსანთა არჩევნებში ხმოსნებად აირჩიეს: კირილე ჭყონია, ანდრო ჭიაბრიშვილი, ლევან ასათიანი, დარჩო სუთიაშვილი, აშოტ გალუსტიანი, ივანე ხელაძე, მიხეილ ფ. წამალაშვილი, მიხეილ მ. იშხანოვი, ნიკო გვანცელაძე, ლევან ანტ. მამულაშვილი, მელქისედეკ ლებანიძე, გიორგი რატიშვილი, იოსებ ვაცაძე, არჩილ გ. ბილანიშვილი და ალექსანდრე ავ. არუთინოვი.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 4 აგვისტოს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და მისწერა, რომ მის შვილს, გოგის ოპერაცია გაუკეთეს.
1907
ტიპი: ნასამართლეობა
1907 წელს დავით შარაშიძე ციხეში იჯდა ქუთაისში, მასთან ერთად იყო ებრალიძეც, ფერშალი რომელსაც დავითი შემდეგ საფრანგეთში შეხვდა.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძეს მეუღლის, ელენე ტუსენ-შარაშიძის ჭრილობის შეხვევაში ეხმარებოდა ლანჩხუთელი ფერშალი ებრალიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ სტუდენთა პარტიული კომიტეტი აქვეყნებს განცხადებას, რომ ორშაბათობით და სამშაბათობით სახელმწიფო უნივერსიტეტის დაბრაზში წარმოებს სოც. ფედერ. სტუდენტთა კავშირის წევრთა რეგისტრაცია ამხანაგებთან: შალვა მოსიძესთან, გოგუცა ჯანელიძესთან და ნინო დგებუაძესთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
მუშათა გაზეთი „სოც.-ფედერალისტთა“ ხელმძღვანელ კომისიის წევრებს: გ. მაღლაკელიძე, ნ. უსტიაშვილი, და ევ. კევლიშვილს სთხოვს, 1918 წლის 7 დეკმბერს, საღამოს 6 საათზე დაესწრონ კრებას გაზეთის ტეხნიკური ანგარიშების გამოსარკვევად. ასევე ვ. დუშურაშვილს სთხოვენ შემოიაროს ამ კრებაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 აპრილს გამიდ-ბეიმ გადასცა აკაკი ჩხენკელის თხოვნა ვეჰიბ-ფაშას, რომელიც შეეხებოდა ტყვეების დაგეგმილ გამოსახლებას ბათუმიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საზოგადო კრება, სადაც მოხსენებით გამოვიდა კ. აფხაზი საქართველოს პარლამენტი და მისი მოქმედება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 22 აპრილს ვეჰიბ-ფაშა გამიდ-ბეისთან სატელეგრაფო საუბარში საომარი მოქმედებების გაგრძელების მიზეზად მოლაპარაკების ჩაშლას მიიჩნევს. იგი ატყობინებს, რომ ფოთზე მიმდინარე საომარი მოქმედებები შეწყდება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც თურქეთის მხარე მიიღებს დადებით პასუხს მოლაპარაკებების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 დეკემბერს სახალხო სახლში, საღამოს 7 საათზე წარმოდგენილი იქნება ა. ყაზბეგის "არსენა".
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 დეკემბერს, სასახლის წინ, სახალხო გვარდიის დღეს გაიმართება სახალხო კონცერტი, თბილისის შეერთებული ორკესტრებისა კ. ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით.

