საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80919

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სოფელ გუდავაში შეტაკების დროს მოკლეს მილიციელი გაბრიელ ქოლბაია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა დროებით საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა გადაიბარა.

1919

ტიპი: თანამდებობა

ნოე ხომერიკი შვებულების დროს მიწათმოქმედების უწყებაში დროებით შეცვალა მიწათმოქმედების მინისტრის ამხანაგმა გელეიშვილმა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პეტრე გელეიშვილი იყო შრომის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე).

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნოე ხომერიკი შვებულებაში ყოფნისას შრომისა და მთავარ მიმწოდებელ სამმართველოში დროებით შეცვალა შრომის მინისტრის მოადგილე გიორგი ერაძემ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს შვებულებაში მყოფი ნოე ხომერიკი დროებით შეცვალა გზათა დეპარტამენტის დირექტორმა ბესარიონ ჭიჭინაძემ.

1919

ტიპი: თანამდებობა

მიწათმოქმედების, შრომისა და გზათა მინისტრი ნოე ხომერიკი დასასვენებლად განთავისუფლდა ერთი თვით.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის ივლისში გერასიმე მახარაძე სომხეთში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ქვეშეთთან ახლოს, საქართველოს სამხედრო გზაზე, ფოსტის ავტომობილს თავს დაესხნენ ბოროტმოქმედები. ორმხრივი სროლის დროს კაპიტანი და ოფიცერი ახობაძე დაიჭრნენ. ყაჩაღები კი ისე გაიქცნენ, ვერაფერი წაიღეს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს ზუგდიდში დახოცეს ცნობილი ყაჩაღები ბაძაღუა და სასანია, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ხობის კომისრის მკვლელობა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, არჩეულიყო ოთხი კაცისგან შემდგარი კომისია, რომელიც საჩეკო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხს შეისწავლიდა. კომისიაში შევიდნენ: იასონ ლორთქიფანიძე, ბერგი, ჯაყელი და ალექსანდრე ჯაბადარი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროში გამართულ საბჭოს სხდომაზე საჩეკო ოპერაციების საკითხი განიხილეს. აზრთა სხვადასხვაობის გამო საბჭოს წევრები ორ ჯგუფად გაიყვნენ, ერთ ჯგუფს სათავეში ედგა სახელმწიფო ბანკის გამგე ბერგი, ხოლო მეორეს – ამიერკავკასიის ბანკის დირექტორი იასონ ლორთქიფანიძე.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფოთის მილიციამ შეიპყრო აგენტების დიდი ჯგუფი: დადიანი, რომელიც თავის თავს უწოდებდა „სამეგრელოს ბრწყინვალე მთავარს“, სინსკი, პეტროვი და სხვ. მათ მოხალისეთა ჯარის მთავარსარდალთან მიმოწერა უპოვეს. მათ, ყველას, საქართველოს საზღვრებიდან გაძევება ემუქრებოდა, გარდა დადიანისა, რომელსაც სასამართლოს გადასცემდნენ.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 25 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ადმინისტრაციის ინსპექტორის თანაშემწე აკაკი მამფორია შინაგან საქმეთა სამინისტროს ატყობინებს ცნობილი ყაჩაღის დაჭერის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში ოზურგეთში დამსწრეების, ერობისა და ქალაქის ხმოსანთა თანდასწრებით ჯარისკაცთა უნივერსიტეტი გაიხსნა. საზეიმო დღესასწაული გენერალმა დავით ართმელიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ ჯარის, ერობის, სამხედრო უწყებისა და სახალხო მასწავლებელთა კავშირის წარმომადგენლები, შემდეგ გაიმართა სადღესასწაულო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობდა ქვეითი ჯარი არტილერიისა და სამხედრო მუსიკის თანხლებით.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის ივლისში ზუგდიდში ორმხრივი სროლისა და დიდი წინააღმდეგობის შემდეგ დაიჭირეს ყაჩაღთა ბრბოს მეთაურები: ალმ. აბრამია, მირცხულავა და აფსავა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მიტროფანე ჯაფარიძე ტყიბულის რაიონის რწმუნებულად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში გაიმართა მუსიკალური საზოგადოების ახალი გამგეობის და მუსიკალური კოლეგიის სხდომა. თავმჯდომარედ აირჩიეს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგად – ს. ჟორჟოლიანი, ხოლო მდივნად – კ. მოსული. როგორც გაირკვა, კაპელის მუსიკალური ნაწილი მუსიკალური საზოგადოების ხელში იქნებოდა, ფინანსური კი – კოოპერატივთა კავშირის ხელში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივლისში, ღამით, ამაღლების ქუჩაზე მდებარე ქობულაშვილის ბინაში, ვლ. ვორონინის ოთახიდან, უცნობმა პირებმა მოიპარეს 66 000 მანეთის ბონები, 4 000 მანეთის ღირებულების ნიკოლოზის ფული და დიდი რაოდენობით ოქრო, სულ მილიონ მანეთზე მეტი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის აგვისტოში ივანე აფხაზი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის ადგილობრივი სამეურნეო განყოფილების უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივლისში ქობულეთში გამართულ სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა მემედ-ბეგ აბაშიძე. მან მიმოიხილა საქართველოს წარსული და ისაუბრა ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანეთი ხელს არ შეუშლიდა სამუსლიმანო საქართველო ფართო ავტონომიით შეერთებოდა დამოუკიდებელ საქართველოს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს მემედ აბაშიძე სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი მთავარი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს სიმონ ავალიანი ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ი. ქარცივაძე მთავარი სამმართველოს მთავარ მმართველად დაინიშნა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 22 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის სისხლის სამართლის მილიციამ ეგრეთ წოდებულ „ჟოკეი კლუბში“ ფრეილინის ქუჩაზე დაიჭირა კლუბის მეპატრონე მიხეილ ბენდერსკი და იქ მყოფი ცნობილი აფერისტები არშაკ იაკუბეკოვი და დავით ტერ-დავიდოვი. „ჟოკეი კლუბში“ მყოფი სხვა პირები მიიმალნენ.