რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში მუშებისთვის სერგო ევლახიშვილის ხელმძღვანელობითა და ამალია ლევიცკაიას, ივანე სარაჯიშვილისა და თარხან-მოურავის მონაწილეობით ოპერა „ტრავიატა“ უნდა წარმოედგინათ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში 10 მერვეკლასელს, რომლებიც გვარდიის დღეს მწკრივში არ ჩადგნენ, მეორე გიმნაზიის დირექტორმა სილოვან ხუნდაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გიმნაზიიდან დაითხოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს დიმიტრი ესტატეს ძე ღამბაშიძე სასურსათო საქმეთა სამინისტროს პურის განყოფილების უფროსად დაინიშნა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა განსაკუთრებულმა რაზმმა დაატუსაღა ივ. შლეიზინგერი კონტრრევოლუციური მოქმედებისათვის.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის აგვისტოში ბიხოვში პოლიციამ დააპატიმრა ფულის გამყალბებლები, მათ შორის ჯიბლაძე და კომისარიატის ყოფილი პოლიციელი. მათ 115151 მანეთის ყალბი ბონები ჰქონდათ დამზადებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აგვისტოში ფოთის კონკის ვაგონში კონდუქტორმა კალენიკე მამალაძემ იპოვა ტყავის საფულე საბუთებით და გაზეთში გამოაცხადა, რომ პატრონს კიოსკისთვის მიეკითხა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პრესბიურომ პარიზიდან მიიღო ჟურნალი "L'image" („სახე“), რომლის ყდაზე იყო ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, ნოე ჟორდანიას, მინისტრების, თამარ მეფის, ერეკლე მეორის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვ. სურათები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში დაჭრილი ტუსაღი გრ. ტერ-სარქისოვი გაქცევის მცდელობის დროს შეიპყრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის დეკემბერში გაქცევის მცდელობისას გვარდიელებმა დახოცეს ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი და ი. ჩილიკაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გვარდიელებს მიჰყავდათ ტუსაღები: ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი, ი. ჩილიკაძე და გრ. ტერ-სარქისოვი. მათ გაქცევა სცადეს და გვარდიელებმა ცეცხლი გაუხსნეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე- დირექტორმა, ზ. ნანეიშვილმა თანამშრომლებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-დირექტორი ზ. ნანეიშვილი საზღვარგარეთ გაგზავნის გამო თანამდებობიდან გადადგა .
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სახალხო გვარდიის დღესასწაულის გამო ნოე ჟორდანიამ, სახალხო გვარდიამ და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა სხვადახვა კუთხიდან და ორგანიზაციებიდან მიიღეს მისალოცი დეპეშები.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის დეკემბერში სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს ხაშურიდან აუწყეს, რომ 14 დეკემბერს იქ მოკლეს ცნობილი ყაჩაღი პეტრე სამხარაძე.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის დეკემბერში ოზურგეთში, შეიარაღებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მილიციამ ყაჩაღი ეფრემ გიორგაძე შეიპყრო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი თავისი შტაბით სომხეთში გაემგზავრა.