საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87053

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 ოქტომბერს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 26 გამოქვეყნდა მარიამ ლიშნევსკაიას „ეკონომიკური რეფორმა შეუღლებისა, III“, გერმანულიდან თარგმნა მ. როგოვიჩმა, რომელშიც განხილულია ქალთა ქორწინებისა და შრომის სტატისტიკა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 ოქტომბერს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა, რომ 1880 წელს საფრანგეთში დაამტკიცეს კანონი ქალთა სამი ტიპის სკოლის დასაარსებლად: პირველდაწყებითი სკოლა, საშუალო სკოლა (ქალთა კოლეჯი) და სამასწავლებლო სემინარია, ამასთანავე მათ გაუღეს უნივერსიტეტის კარიც. თუმცა ფრანგულ უნივერსიტეტში ომის დაწყებამდე უფრო მეტი უცხოელი ქალი მსმენელი იყო, ვიდრე ადგილობრივი, რადგან მიუხედავად ოთხი რევოლუციისა, ძველი ტრადიციები ქალის მიმართ არ შეიცვალა, რასაც საფრანგეთის არეულობებმაც ხელი შეუწყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ივლისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის ბრძანებით ელენე ლეშკაშელისა დამტკიცდა ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ოქტომბერს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) დაიბეჭდა ქალთა უფლებების შესახებ ინფორმაცია.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 24 ივლისის ბრძანებით, ივანე ცქიტიშვილი ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წელს დავით კაკაბაძემ გაზეთ „ბარრიკადის“ რედაქციას პარიზიდან გამოუგზავნა წერილი ფუტურიზმის შესახებ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს იოსებ გობეჩია პარიზში მოსწავლეების ინსტრუქტორი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული იოსებ გობეჩიას ცნობით, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძეს იმავე წლის შემოდგომაზე პარიზში გამოფენა უნდა მოეწყოთ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N26 გამოქვეყნდა კატო მიქელაძის პუბლიკაცია „მიზეზი ქალთა მონობისა და ქალთა მოძრაობისა“, რომელშიც ავტორი განიხილავდა ქალთა მონურ მდგომარეობას და მათი უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელობას. ის ახსენებდა ბ. შომეტს, რომლის „ქათინაურებმა ვერ დააცხრეს მებრძოლი გულისცემა მისი თანამედროვე ქალებისა“, ასევე ფრანგ ფილოსოფოსს შატობრიანს, რომელიც მფარველად გამოუჩნდა ქალებს. ქალებმა დააარსეს თავიანთი კლუბები, ჟურნალ-გაზეთები, დაიწყეს პეტიციების გაგზავნა მეფესთან და კონვენტთან. კონვენტმა შეიმუშავა კოდექსი, რომელიც თანასწორ პირობებში აყენებდა ქალს და მამაკაცს, მაგრამ რევოლუციის უკუშედეგებმა და ნაპოლეონის ეპოქამ გარკვეულწილად ხელი შეუშალა თანასწორობის განვითარებას. დე სტალს აღწერილი ჰქონდა ნაპოლეონის მტრული განწყობილება განათლებული და ნიჭიერი ქალების მიმართ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 12 ოქტომბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 26 რედაქციამ (კატო მიქელაძე) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „12 ოქტომბერი“, რომელშიც ავტორი ლაპარაკობს ქალთა მოძრაობაზე, ქალების ჩართულობაზე და ამბობს, რომ პოეტი და ბელეტრისტი ქალებისგან არ მიუღია კალმით დახმარება, გარდა საფო მგელაძისა და მარიამ გარიყულისა.

1920

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ბარრიკადის“ რედაქტორი იყო ტიციან ტაბიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადის“ პირველ ნომერში გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის მიმართვა ევროპის სოციალისტური დელეგაციისადმი.

1920

ტიპი: თანამდებობა

ლვოვი იყო ჟურნალისტების კავშირის წევრი.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს არტემ ახნაზაროვი იყო ჟურნალისტების კავშირის წევრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ გორის მაზრაში მიწისძვრისგან დაზარალებულთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხაკო ხოფერიამ მთავრობის საგანგებო კომიტეტს გადასცა სოჭსა და სოფ. ლაზარევკაში შეგროვებული 136. 822 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 ივლისს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი გაემგზავრა ჭიათურაში, სადაც 17-ში უნდა წაეკითხა საჯარო მოხსენება, მეორე დღეს კი მოხსენებით გამოსულიყო ზესტაფონსა და ქუთაისში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს მუსტაფა ჩიმურ-ოღლიმ და მუჰამედ აღა ქერქაძემ აკაკი ჩხენკელს დეპეშით აცნობეს, რომ 12 ივლისს ართვინში გიორგი ანჯაფარიძეს 28 სოფლის წარმომადგენლები შეხვდნენ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყებოდა, რომ ბათუმიდან მიიღო დამფუძნებელი კრების წევრის ჰაიდარ აბაშიძის დეპეშა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამუსულმანო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ულოცავდნენ სამშობლოსთან შეერთებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ საღამოს, სახალხო კინო-თეატრში (მადათოვის ქ., ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ) გაიმართება მეორე საბავშვო საღამო ი. მ. სუნდუკიანცის ხელმძღვანელობით.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისის „ერთობა“ წერდა, რომ საქართველოს ეროვნული გალერეის დირექტორი, მხატვარი დიმიტრი შევარდნაძე ეროვნული გალერეისთვის სურათების შესაძენად ათვალიერებდა უცხოელ და ადგილობრივ ხელოვანთა კერძო სამხატვრო გალერეებს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ დაიბეჭდა შალვა კარმელის ლექსი „ტრაპიზონი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ელენე დარიანის ავტორობით გამოქვეყნდა ლექსი „ელენე დარიანი წერს უბრალოდ და აბნეულად“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილმა გამოაქვეყნა ლექსი „პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ბარრიკადში“ გრიგოლ რობაქიძემ გამოაქვეყნა წერილი ნოე ჟორდანიას შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის შრომის კომისარი ქელბაქიანი ბათუმის შრომის განყოფილების საქმეების ინგლისის სარდლობისგან მისაღებად ბათუმში გაემგზავრა. ასევე გაემგზავრნენ რესპუბლიკის ნავსადგურების სამმართველოს უფროსი ინჟინერი მამაცაშვილი და შარაგზების სამმართველოს წარმომადგენელი ანდრონიკაშვილი.