რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე სამსონ დადიანი, კოტე მაყაშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კომისიის წევრთა სიმცირის გამო სხდომა არ გაიმართა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე გადაწყდა, მცოდნე პირთაგან მოეწვიათ პროფესორები – ზურაბ ავალიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და გამბასოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 ივნისის საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს სერგო ჯაფარიძე, ხოლო მდივნად – პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ივნისს საკონსტიტუციო კომისიის პირველ სხდომას დაესწრნენ: ნოე ჟორდანია, სერგო ჯაფარიძე, რაჟდენ არსენიძე, პავლე საყვარელიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი გვაზავა და სამსონ დადიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 14-15 ივლისს როსტოვში ჩატარდა სახალხო უფლებამოსილის თავმჯდომარეობით დამფუძნებელი სხდომა, კრებას თავმჯდომარეობდა ჟ. ნ. ზილოვი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ინჟინერი მ. ს. რაკიტინი ვლადიკავკაზის რკინიგზის სამმართველოს თანამშრომელი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ი.მ. მიკულოვსკი იყო შავი ზღვის ყუბანის სამმართველოს სახელმწიფო საკუთრებისა და ყუბანის რაიონის სავაჭრო კომიტეტის წევრი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მ. ი. ვიშნეგორსკი ეკატერინოდარის მიწის კავშირის კომიტეტის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ინჟინერი ო. რ. ზინდერი როსტოვ-ყუბანის სრულიად რუსეთის მიწის კავშირის კომიტეტის წევრი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს საწვავის რაიონული ორგანიზაციების დროებითი ბიუროს წევრებად აირჩიეს: ვ. ე. კლასენი, მ. ვ. კირპიჩევა, ს. გ. პეტრაშკევიჩი, ვ. პ. ტიმოშენკო, ლ. კ. ნასტევა, ა. ვ. ნოვაკი, ვაჭრობისა და წარმოების მინისტრი ს. ნ. პროკოფოვიჩი, მთავარმმართველი კ. ვ. კირში და მისი მოადგილე ს. ვ. ბერნშტენ-კოგანი.

