საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72064

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ამიერკავკასიის ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს უფროსად დაინიშნა გრიგორიანი. დანიშვნას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს ალექსანდრე სერგოს ძე მიქაბერიძე საკონტაქტო ხაზებსა და ღია ქვესადგურების მუშაობას ხელმძღვანელობდა.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს ს. თოდრია ამიერკავკასიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად აირჩიეს. მის თანამდებობაზე კი თენგიზ ჟღენტი დანიშნეს.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს, საქართველოს ცაკ-ის მდივან ს. თოდრიას ა. კ. ცაკ-ის მდივნად არჩევის გამო, საქართველოს ს. ს. რესპუბლიკის პრეზიდიუმმა საქართველოს ცაკ-ის მდივნად აირჩია თენგიზ ჟღენტი.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს მდივანი საკონტაქტო ხაზის მუშაკი იყო.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ათაბეკოვი იყო ამიერკავკასიის შინა-ვაჭრობის სახკომის რწმუნებული საქართველოში.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ბერელაშვილი ამიერკავკასიის შინავაჭრობის სახკომის რწმუნებული იყო საქართველოში, ხოლო შ. მგალობლიშვილი – ამავე ორგანოს საქმეთა მმართველი.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს სტანისლავ პატეკი იყო პოლონეთის ელჩი საბჭოთა კავშირში.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს დოვგალევსკი იყო საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იაპონიაში.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს სურიცი დანიშნეს საბჭოთა სრულუფლებიან წარმომადგენლად ოსმალეთში.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს ალი ჯენან-ბეი ოსმალეთის ვაჭრობის მინისტრი იყო.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 22 მარტს, 8 საათსა და 10 წუთზე, გარდაიცვალა დამსახურებული პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს პეტრე აღნიაშვილი N2 ქართული დივიზიის მეთაური და სამხედრო კომისარი იყო.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის თებერვალში კომუნისტის მუშა-კორესპონდენტებმა – ა. კვირკველიამ, ტ. პატულოვამ, ი. კალაძემ, მ. ჭარხალაშვილმა, მ. სიხარულიძემ, ე. ჩიგოგიძემ, კ. გაბუნიამ, ჯახუტაშვილმა, წეველიძემ, ტერტერაშვილმა, მ. ქვირიამ, ლ. ისელიძემ, მ. არუთინოვმა, ჟესანოვმა, ე. ბერიაშვილმა, მ. სამხარაძემ და მ. მახარაძემ – სხვადასხვა ორგანიზაციაში რეიდი მოაწყვეს. აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციები უყურადღებოდ ეპყრობოდნენ რედაქციის მიერ მათთვის რეაგირების მიზნით გაგზავნილ წერილებს.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 12 იანვარს საქართველოს საბჭოების მე-7 ყრილობამ მოისმინა კოლხიდმშენის მმართველის, ბესარიონ გოგიას მოხსენება კოლხეთის ჭაობების დასაშრობად გაწეული სამუშაოების შესახებ. სამომავლოდ ამ ტერიტორიაზე ციტრუსისა და ჩაის პლანტაციების გაშენებას, ასევე კურორტის მოწყობას გეგმავდნენ.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 8 იანვარს საქართველოს კპ (ბ) თბილისის კომიტეტის პარტკაბინეტში მოიწვიეს თბილისის ორგანიზაციების პარტიულ-კომკავშირული ქსელის საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ისტორიის შემსწავლელი წრეების პროპაგანდისტთა კონფერენცია. მოხსენება თემაზე „პარტიის ისტორიის პროპაგანდის საკითხები" წაიკითხა შახსუვაროვმა.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 25 იანვარს კარდიოსკლეროზით გარდაიცვალა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომიტეტის საბჭოსთან არსებული კონტროლის კომისიის თავმჯდომარე ვალერიან ვლადიმერის ძე კუიბიშევი.

1935

ტიპი: ღონისძიება

სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ვ. კუიბიშევის სიკვდილი გამოიწვია გულის მარჯვენა არტერიის შეკუმშვამ შედედებული სისხლით (თრომბით), რომელიც გაჩნდა მკვეთრად გამოხატული საერთო არტერიოსკლეროზის შედეგად, რამაც განსაკუთრებით ძლიერ დააზიანა გულის გვირგვინოვანი არტერია.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის 10 იანვრის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მწერლების სამდივნომ თავდაცვითი ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრებად დაამტკიცა: პლატონ იოსების ძე მიროტაძე, გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე, პაოლო (პავლე) ჯიბრაილის ძე იაშვილი, არჩილ ჩაჩიბაია, ალექსი გომიაშვილი.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 8 მარტის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, კლიმენტი სულავა (რიონჰესის სამმართველოს უფროსი) გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან ტროცკისტულ ოპოზიციასთან თანამშრომლობის ბრალდებით, რადგან იგი ბრალს არავის სდებდა და არც პარტიულ კრებებზე იბრძოდა კონტრრევოლუციური ტროცკიზმის წინააღმდეგ.

1934

ტიპი: ნასამართლეობა

1934 წლის 4 ივნისის გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა წერილი ფასანაურის სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ისიდორე ტუჩაშვილის შესახებ, რომელსაც ბრალად ედებოდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხის (3500 მანეთი) გაფლანგვა. პროკურატურის ცნობით, ეს ფაქტი დადასტურდა და ტუჩაშვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

1935

ტიპი: თანამდებობა

ა.კ. ცაკ-ის პრეზიდიუმის დადგენილებით ამხ. ა.ე.ასათიანი ა.კ. ს.ფ.ს-ის რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილედ დაამტკიცეს.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა საკ. კ.პ.(ბ) ა.-კ. სამხარეო კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატი, სსრ კავშირის ცაკ-ის წევრი, ა.-კ. ს.ფ.ს. რესპუბლიკის ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი, თბილისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე სიმონ პილატეს ძე ჯუღელი.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის აპრილში გარდაიცვალა პეტრე გერმოგენის ძე სმიდოვიჩი.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წელს თბილისს ეწვივნენ საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სპარსეთში დავითიანი და მისი მრჩეველი ლოგანოვსკი. მათ შეხვდა სსრკ-ის სახკომის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი კვიტაშვილი.