რეგისტრირებული ფაქტები91611
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მცხეთის ტაძრის განმაახლებელმა კომიტეტმა დიდუბის ეკლესიის მღვდელს, მ. კ. ცინცაძესა და მ. ხახუტაშვილს შემოწირულობების შეგროვება დაავალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 18 ოქტომბერს ზესტაფონში ქუთაისის სამხედრო სასულე ორკესტრის კონცერტი გაიმართა, რომელსაც იგორ ზლობინი ხელმძღვანელობდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დუელში დაჭრილი ილია დავითის ძე ხერხეულიძე, რომელსაც ექიმებმა დაზიანებული ფეხი მოკვეთეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს განკარგულებით თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელთან ერთკლასიანი სამაგალითო სამრევლო სკოლა დაარსდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა კახეთიდან ჩამოტანილი 68 ძველი ხელნაწერი თბილისის საეკლესიო სიძველეთსაცავს შესწირა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 მაისს, კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ლოჭინის სამურნეო სკოლის დახურვის შესახებ იმსჯელეს. უპატრონოდ დარჩენილ ყმაწვილებზე ზრუნვა დიმიტრი ჯორჯაძემ და ივანე ხატისოვმა გადაწყვიტეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „მული, რძალი და მაშენიკები“ დაიბეჭდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამტრედიელი ვაჭარი სიხარულიძე ნავთს 1.30-ის ნაცვლად 1.50 კაპიკად ყიდდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალციხის გუბერნატორმა მამასახლის მოვალეობის შემსრულებელ მოსესოვს ქალაქის საბჭოს არჩევნებში მონაწილეთა სიების დაზუსტება და წარდგენა მოსთხოვა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 20 ოქტომბერს პოლიციამ 21 წლის მეპურის, მაჰმუდ-ომარ-მოლა-ოღლის გვამი იპოვა, რომელიც გამოძიების თანახმად, მისივე დამქირავებელმა, მეფურნე პონოსიანცმა მოკლა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალბაიაზეთის მომრიგებელი მოსამართლის ყოფილი თანაშემწე სოხანსკი ზუგდიდიში, იმავე თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზუგდიდის მომრიგებელი მოსამართლის ყოფილი თანაშემწე ოსოვსკი ბათუმში იმავე თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოლოლაკის ამაღლების ეკლესიის სამრევლო სკოლის დასახმარებლად თბილისის დრამატულ საზოგადოებაში რუსული წარმოდგენა იყო დაგეგმილი, რომლის ბილეთებსაც მსურველები ამავე ტაძრის მოძღვართან, მღვდელ კრაევიჩთან შეიძენდნენ.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 31 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლონდონში თაღლითობის ბრალდებით თვითმარქვია ექიმი მიხეილ ალავერდოვი დააპატიმრეს.

