რეგისტრირებული ფაქტები72439
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს თევდორე ღლონტი საქართველოს კომუნალური მეურნეობის სახალხო კომისარი იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს აკაკი თათარიშვილი საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატის თავმჯდომარე იყო.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წელს ანდრია ლეჟავა იყო საბჭოთა კავშირის მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე და სუბტროპიკული კულტურების მთავარი სამმართველოს უფროსი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 15 მარტს საქართველოს კომპარტიის (ბ) ზესტაფონის რაიკომის პლენუმს ესწრებოდნენ საკოლმეურნეო და ტერიტორიული ერთეულების მდივნები: გრ. გაბუნია, პოპოვი, შარიქაძე, ჯაფარიძე, კალანდაძე, ქერქაძე, აბულაძე, კაშია და ლაშხი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 13 მარტს გამართულ საქართველოს კომპარტიის (ბ) გურჯაანის რაიკომის მეორე პლენუმს დაესწრნენ: გრ. კარანაძე, გუნიავა, დუმბაძე, ბეჟაშვილი, მანდეროვი, ქუფარეშვილი, ჩარგაზია და ბეკურიშვილი. რაიკომის მდივანმა, კარანაძემ მოხსენება გააკეთა მე-17 პარტყრილობის გადაწყვეტილებათა საფუძველზე სამეურნეო და პარტიული ორგანიზაციების მუშაობის გარდაქმნის შესახებ.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 14 მარტს გამართულ საქართველოს კომპარტიის (ბ) გორის რაიკომის პლენუმს ესწრებოდნენ კევლიშვილი, აფციაური, კალანდაძე, მაისაშვილი, რაზმაძე და ობოლაძე. რაიკომის მდივანმა, გელაშვილმა მოხსენება გააკეთა მე-17 პარტყრილობის გადაწყვეტილებათა საფუძველზე ორგანიზაციული მუშაობის გარდაქმნის შესახებ.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 13 მარტს ლანჩხუთის პარტრაიკომის პლენუმს ესწრებოდნენ საკოლმეურნეო და ტერიტორიული ერთეულების მდივნები – ა. რამიშვილი, გ. ფირცხალაიშვილი, ი. ვარძიელი, გ. ფაცურია, ა. იმნაიშვილი, ნ. რუხაძე, გ. დოლიძე, ტრ. პატარაია და დ. წილოსანი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის თებერვალში საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) თბილისის კომიტეტის კულტპროფგანყოფილების მიერ მოწვეულ თბილისის პროპაგანდისტთა და მსხვილ საწარმოთა კულტპროფორგანიზაციების საერთო საქალაქო კონფერენციას ესწრებოდნენ კონსტანტინე დემეტრაძე და კარლო ორაგველიძე.
1934
ტიპი: ღონისძიება
28 თებერვალს შედგა კონსულტაცია: გამოიკვლიეს დიმიტროვის, ტანევისა და პოპოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პაციენტებს აღენიშნებათ სხვადასხვა დაავადება, დაუძლურება და ნერვული სისტემის ზედმეტი გაღიზიანება.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „კომუნისტი“ მიესალმა ბერლინიდან მოსკოვში ჩაფრენილ ჯარისკაცებს – გიორგი დიმიტროვს, ბლაგოი პოპოვსა და ვასილ ტანევს.
1934
ტიპი: თანამდებობა
1934 წლის იანვარში გიორგი ყურულაშვილი დაინიშნა საქართველოს საბჭოთა სოც. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
1934
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა საქართველოს მიწსახკომის პოლიტსექტორი, რომლის უფროსად დაამტკიცეს ვ. მ. ბაქრაძე.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 8 იანვარს გამართულ ამიერკავკასიის რკინიგზების პირველ პარტკონფერენციას დაესწრნენ: ამო ამატუნი, სტანსკი, ს. შვარცი, მ. როზენგოლცი, ბაკულინი, ლმოვი, რაფავა, ლორთქიფანიძე, ხომასურიძე, ჟორჟოლაძე, ფოკინი და მობრიშევი.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის 8 იანვარს გამართულ მე-10 საარმიო პარტკონფერენციას ესწრებოდნენ: პეტრე აღნიაშვილი, ამო ამატუნი, ვ. ა. ლევანდოვსკი, სოკოლოვსკი, მეერზონი, იარცევი, ბულინი, ივანე მასლენიკოვი.