საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72094

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ (ილია ჭავჭავაძე) XI ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის პოემის „შუქურ ვარსკვლავი“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის წერილი „ჯამი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის სამოქმედებიანი დრამის „დედინაცვალი“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივლისში ეფემია მესხი თბილისის დრამატულ დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივლისში ალექსანდრე შანშიაშვილი თბილისის დრამატულ დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში ალექსანდრე წუწუნავამ და მიხეილ ქორელმა შვებულება ქვიშხეთში გაატარეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ივლისში ნინო დავითაშვილი ქუთაისის დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აგვისტოში ვახ. თარხნიშვილის თაოსნობით სართიჭალაში პირველი წარმოდგენა გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აგვისტოში წაღვერში იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით ლიტერატურული საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში სოფიო ეპიტაშვილმა ქართული თეატრის მუზეუმს 20 აფიშა და 2 პროგრამა შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მიხეილ კავსაძემ და ძუკუ ლოლუამ წაღვერში კონცერტები გამართეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ზაფხულში დიმიტრი არაყიშვილმა პატარა ცემში ოპერის „თქმულება რუსთველის შესახებ“ მეორე მოქმედება დაწერა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში დიმიტრი არაყიშვილი პატარა ცემიდან მოსკოვში გაემგზავრა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889-92 წლებში იაკობ იოსების ძე გძელიძე წირქვლის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს სპირიდონ სიმონის ძე ქველაძე წირქვლის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-17 წლებში სიმონ სპირიდონის ძე ქველაძე წირქვლის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ბახტაძის თხზულება „სამშობლოს სურათი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში ქიზიყში ადგილობრივმა გავლენიანმა პირებმა სვიმონ ფაშალიშვილს სალიტერატურო საღამოს გამართვა დაუშალეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის სტატია „კონსტანტინე მაყაშვილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 3 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის თხზულება „გახსოვდეს სიკვდილი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში ვასილ სოლომონის ძე თამარაშვილმა სასკოლო სიმღერებისა და სავარჯიშო ჰანგების კრებული გამოსცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის წევრები იყვნენ: დავით მგალობლიშვილი, ივანე ბარველი, დ. აბდუშელი, პავლე ფრანგიშვილი, ილია მამფორია, ვასილ ურუშაძე, ტასო აბაშიძე, მარო მდივანი და ნატალია ჯავახიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მსახიობი ნინო დავითაშვილი სპარსეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში ვალერიან გუნიას მეთაურობით პროვინციებში საგასტროლოდ წასულმა დასმა წარმოდგენები გამართა ჩოხატაურში, ზუგდიდში, ახალ სენაკში, ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, სოჭში, ტუაფსეში და ა.შ.