საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72256

1855

ტიპი: თანამდებობა

1855-67 წლებში სიმონ მახარობელას ძე აფხაიძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: გარდაცვალება

1913 წლის 5 ნოემბერს ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი დავით იოსების ძე სირბილაძე გარდაიცვალა.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს სვიმონ ზაალის ძე ჟორჟოლაძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს მოსე სიმონის ძე მახარაშვილი ძმუისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს სვიმონ ზაალის ძე ჟორჟოლაძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886-1913 წლებში დავით იოსების ძე სირბილაძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 21 ივნისს ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იოსებ სიმონის ძე სირბილაძე გარდაიცვალა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902-03 წლებში მიხეილ დიმიტრის ძე ჩიქვინიძე ძმუისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867-86 წლებში იოსებ სიმონის ძე სირბილაძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-15 წლებში პავლე იოანეს ძე აფხაიძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1917 წლებში გიორგი ვახტანგის ძე ჭყოიძე წიფის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს მარკოზ ილარიონის ძე კანდელაკი (კობახიძე) წყალტუბოს ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850 წელს მარკოზ ილარიონის ძე კანდელაკი (კობახიძე) წყალტუბოს ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1839

ტიპი: თანამდებობა

1839-46 წლებში ნიკოლოზ სვიმონის ძე ფანცხავა წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1846

ტიპი: გარდაცვალება

1846 წლის 16 დეკემბერს წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ სვიმონის ძე ფანცხავა გარდაიცვალა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-51 წლებში ნიკოლოზ ჯიშკარიანი წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სტამბოლიდან მოსული ცნობა, რომ გობართ-ფაშას სამხედრო ხომალდებზე რუსების თავდასხმა წარუმატებლად დამთავრდა, რის შემდეგაც ოსმალებმა სოფელი გრიგოლეთი გადაწვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 ივლისს საქართველოს ცენტრ. კოოპერატიული კავშირი მუშათა ცენტრის კლუბში (პლეხანოვის პრ. N123) გამართავდა პირველ კორპორატიულ საღამოს, რომელზეც იოსებ ირემაშვილი წაიკითხავდა მოხსენებას „მუშათა კორპორაციის განვითარება დასავლეთ ევროპაში“, ალექსანდრე ერქომაიშვილი კი – თბილისის კოოპერაციის შესახებ.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გენერალი რადეცკი თავს დაესხა შიპკოში მდებარე ოსმალთა ლეგიონს და ტყვედ აიყვანა 41 ბატალიონი და 10 საარტილერიო დანაყოფი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს გაზეთ „დროების“ ცნობით, მხატვარმა პრემმაციმ პეტერბურგში გამოფენა მოაწყო. დიდი ყურადღება დაიმსახურა კავკასიის თემაზე შექმნილმა ტილოებმა: „დარიალის ხევი“, „ერევნის ქურთი“, „ახალციხელი სომეხი“, „ქართველი მებატონე“ და „ქართველი თავადის ცოლი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 31 იანვრის გაზეთ „დროების" ცნობით, გამოსაცემად მზადდებოდა აღალო თუთაევის ოთხმოქმედებიანი კომედია „ცოლი ვიტირო თუ ფული?”

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 4 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასანიტარო აღმასრულებელი კომისიის მუშაობაში პოლიცმეისტერი ლ. პ. მასტიკცი და მოურავი გ. გ. ევანგულოვი მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ნასამართლეობა

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ბოქაულის თანაშემწე თ. ჯავახიშვილმა ძარცვაში ბრალდებულები ნაგი-კურბან-ოღლი და აბდულ-ქაირალი-ოღლი დააკავა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერმა სულპიცკიმ ქუთაისის გუბერნიაში ნავთის საბადოები აღმოაჩინა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მამასახლისი პ. თოხაძე სოფელ აკეთში ქალთა სკოლის გახსნას გეგმავდა.