რეგისტრირებული ფაქტები72073
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის წევრები იყვნენ: დავით მგალობლიშვილი, ივანე ბარველი, დ. აბდუშელი, პავლე ფრანგიშვილი, ილია მამფორია, ვასილ ურუშაძე, ტასო აბაშიძე, მარო მდივანი და ნატალია ჯავახიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში ვალერიან გუნიას მეთაურობით პროვინციებში საგასტროლოდ წასულმა დასმა წარმოდგენები გამართა ჩოხატაურში, ზუგდიდში, ახალ სენაკში, ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, სოჭში, ტუაფსეში და ა.შ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ზაფხულში ვიქტორ ქავთარაძე პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის სუფლიორი იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ზაფხულში ვალერიან შალიკაშვილი პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის რეჟისორი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით პროვინციებში საგასტროლოდ წასულმა დასმა წარმოდგენები გამართა ზესტაფონში, ჭიათურაში, სამტრედიაში, ხონში, აბაშაში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ხიდისთავში და ა.შ.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს თბილისის საეპარქიო სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მისიონერად გაგზავნეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში დავით აკოფაშვილი და მ. ღვინიაშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-59 წლებში ბესარიონ იესეს ძე ძიმისტარიშვილი ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-1917 წლებში ლეონტი იოვანეს ძე გორდულაძე ძეძილეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.
1859
ტიპი: გარდაცვალება
1859 წლის იანვარში ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ იესეს ძე ძიმისტარიშვილი გარდაიცვალა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს იოვანე სიმონის (ბერის) ძე ტყეშელაშვილი ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 19 თებერვალს წიაღუბნის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი ქრისტეფორე იასონის ძე ცინცაძე გარდაიცვალა.
1841
ტიპი: თანამდებობა
1841-48 წლებში დავით მამუკას ძე ებანოიძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1848
ტიპი: თანამდებობა
1848-84 წლებში შიო თომას ძე გაჩეჩილაძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877-1917 წლებში ქრისტეფორე იასონის ძე ცინცაძე წიაღუბნის წმ. კვირიკეს და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს დავით ბუჭუას ძე მასხარაშვილი წირქვალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.