რეგისტრირებული ფაქტები70472
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 სექტემბერს ოზურგეთის ახლად გახსნილი ქალთა სკოლა დავით დუმბაძემ აკურთხა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს დ. ხონის მარიამის საქალებო სკოლაში კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა ხელსაქმის მასწავლებლად დანიშნა ან. სპირიდონის ასული ქუთათელაძე, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის ხელსაქმის კურსი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 15 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პიესის „მეუფე ურიათა“ თარგმანის ერთი ნაწილი კოტე მესხის ხელნაწერებში აღმოაჩინეს, დარჩენილ ნაწილს კი გრიგოლ ყიფშიძე გადათარგმნიდა და ჟურნალი მალე დაბეჭდავდა პიესას.
1840
ტიპი: თანამდებობა
1840 წელს ოქროპირ ბერის ძე ცქიტიშვილი შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1865
ტიპი: თანამდებობა
1865 წელს ოქროპირ ბერის ძე ცქიტიშვილი შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1850
ტიპი: თანამდებობა
1850 წელს ბესარიონ შიოს ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წელს ბესარიონ შიოს ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1868
ტიპი: თანამდებობა
1868-73 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1870
ტიპი: თანამდებობა
1870-95 წლებში ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღამბაშიძე შროშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე პირველი სექციის თავმჯდომარე იყო მიწათმოქმედების დეპარტამენტის მოხელე ვ. ი. მასალსკი, მდივანი – ი. გ. ქუთათელაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მეორე სექციის თავმჯდომარე იყო გ. ი. გოგოლ-იანოვსკი, სექციაში განიხილავდნენ მეღვინე-მევენახეობის საკითხს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მეხუთე სექციის თავმჯდომარე იყო ნ. შაროვი, მდივანი – დ. პ. ანტროპოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზუნველის, ზავადსკის განკარგულებით 4-6 სექტემბერს სააბრეშუმო სადგურში სოფლის მასწავლებლების კრება გაიმართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 4-6 სექტემბერს სააბრეშუმო სადგურში გამართული სოფლის მასწავლებლების კრების თავმჯდომარე იყო თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი კ. ი. პერევოზნიკოვი, მდივანი – მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 სექტემბერს თბილისის კადეტთა კორპუსის საღვთო სჯულის მასწავლებელმა, დეკანოზმა ალექსანდრე იაკობის ძე მანსვეტოვმა მღვდლობის 50 წლის იუბილე აღნიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მეხუთე სექციის თავმჯდომარე იყო კ. იაჩევსკი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მეშვიდე სექციის თავმჯდომარე იყო ნიკიტის მეღვინეობის სკოლის დირექტორი სტრახოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მეოთხე სექციის თავმჯდომარე იყო ს. პ. გლაზენაპი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მესამე სექციის თავმჯდომარე იყო ვ. ი. ლისნევსკი.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 14 იანვარს შროშის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი სამსონ ოქროპირის ძე ცქიტიშვილი გარდაიცვალა.