რეგისტრირებული ფაქტები72094
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის ზაფხულში ალექსანდრე წუწუნავამ და მიხეილ ქორელმა შვებულება ქვიშხეთში გაატარეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აგვისტოში ვახ. თარხნიშვილის თაოსნობით სართიჭალაში პირველი წარმოდგენა გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აგვისტოში წაღვერში იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით ლიტერატურული საღამო გაიმართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში სოფიო ეპიტაშვილმა ქართული თეატრის მუზეუმს 20 აფიშა და 2 პროგრამა შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში მიხეილ კავსაძემ და ძუკუ ლოლუამ წაღვერში კონცერტები გამართეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889-92 წლებში იაკობ იოსების ძე გძელიძე წირქვლის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს სპირიდონ სიმონის ძე ქველაძე წირქვლის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-17 წლებში სიმონ სპირიდონის ძე ქველაძე წირქვლის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში ქიზიყში ადგილობრივმა გავლენიანმა პირებმა სვიმონ ფაშალიშვილს სალიტერატურო საღამოს გამართვა დაუშალეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის წევრები იყვნენ: დავით მგალობლიშვილი, ივანე ბარველი, დ. აბდუშელი, პავლე ფრანგიშვილი, ილია მამფორია, ვასილ ურუშაძე, ტასო აბაშიძე, მარო მდივანი და ნატალია ჯავახიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში ვალერიან გუნიას მეთაურობით პროვინციებში საგასტროლოდ წასულმა დასმა წარმოდგენები გამართა ჩოხატაურში, ზუგდიდში, ახალ სენაკში, ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, სოჭში, ტუაფსეში და ა.შ.