ნასამართლეობა [ 1924 წელი ]
-
1924 წლის 15 აგვისტოს ბიძაშვილის სახლში შეიპყრეს და შემდეგ გაასამართლეს კონსტანტინე ეფრემის ძე გამყრელიძე.
-
1924 წლის 15 თებერვალს თბილისში, ალექსანდრეს ქუჩაზე (სახლი N41), საგანგებო კომისიის აგენტებმა ბანდიტების ხელმძღვანელი და მენშევიკური ცკ-ის წევრი გოგიტა ფაღავა შეიპყრეს.
-
აკაკი ევგენის ძე ადამიას ბრალი ედებოდა ნაციონალ-დემოკრატების პარტიის წევრობაში. ფოსტა-ტელეგრაფით სოხუმის ПРЕДАВЧЕКА -ს აკაევსკიმ სრულიად საიდუმლოდ გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვა...
-
1924 წლის 20 მარტს საქართველოს ჩეკამ დააპატიმრა გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში.
-
1924 წლის 30 მარტს საქართველოს ჩეკას მიერ დაპატიმრებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე დასაკითხად თბილისში გადაიყვანეს.
-
1924 წლის მარტში ალექსანდრე ჯანდიერის საქმეზე საქართველოს ჩეკამ თელავში დაკითხა რომან ყანჩაველი, ზაქარია მეღვინეთუხუცესი, ილია გოგნიაშვილი, ივანე ექვთიმიშვილი, ფირუზ სარქისაშვილი (...
-
დაკავებული ალექსანდრე გიორგის ძე ჯანდიერი პირველად დაკითხეს 1924 წლის 7 მარტს თელავის პოლიტბიუროში. ის აღიარებდა, რომ ადრესატებს გადასცემდა წერილებს ქაქუცა ჩოლოყაშილის დავალებით, უ...
-
1924 წლის მარტში ჯანდიერის ჩვენების საფუძველზე დააკავეს ფირუზ ჩლუკიშვილი (სარქისაშვილი) და ივანე ექვთიმიშვილი (ჯიგუნის ბიჭი).
-
საქართველოს ჩეკას დადგენილების მიხედვით, 1924 წლის აპრილში ალექსანდრე ჯანდიერს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს.
-
1924 წლის 27 აპრილს დახვრეტის განაჩენის გამოტანის შემდეგ ალექსანდრე ჯანდიერი გადაიყვანეს თბილისის ჩეკაში.
-
1924 წლის 21 იანვარს ნიკოლოზ კვერნაძე დააპატიმრეს თბილისში ზუბალოვის სახალხო სახლის (ქართული დრამატული საზოგადოების) სარეგისტრაციო დარბაზში საქართველოს ჩეკას N 6617 ორდერის საფუძვე...
-
1924 წლის 21 იანვარს საქართველოს ჩეკას მიერ დაკავებული ნიკოლოზ კვერნაძის არალეგალური საქმიანობის შესახებ ძიებას ჰქონდა მრავალი აგენტურული შეტყობინება; ჩეკამ ასევე მოახერხა დაპატიმრ...
-
1924 წლის პირველ აპრილს სასამართლომ უპასუხოდ დატოვა ნიკოლოზ კვერნაძის მეუღლის, მარია აბდუშელაშვილის განცხადება, ასევე მწერალთა კავშირის შუამდგომლობა ძიების დაჩქარებისა და კვერნაძის...
-
1924 წლის 15 მაისს განიხილეს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძის ძიების საქმე. დადასტურებულად ჩათვალეს მისი, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის თბილისის სამაზრო კომიტეტის წევრის და აქტი...
-
1924 წლის 21 იანვარს დაპატიმრებული მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე მეტეხის N2 გამოსასწორებელ სახლში მოათავსეს.
-
1924 წლის 9 ივლისს ოზურგეთის მაზრის სოფელ დვაბზუში, აგენტ ,,დინქის” ცნობის საფუძველზე, დააკავეს გიორგი სალუქვაძე. სპეცოპერაციის დროს ის ივანე ცომაიასთან ერთად აიყვანეს სიმინდის ყან...
-
1924 წლის 14 ივლისს გიორგი სალუქვაძე ივანე ცომაიასთან ერთად გადაიყვანეს თბილისის ჩეკაში.
-
1924 წლის 19 აგვისტოს გიორგი სალუქვაძემ საქართველოს ჩეკას თავჯდომარის სახელზე დაწერა განცხადება, რომელშიც იუწყებოდა, რომ თვეზე მეტი მარტო იმყოფებოდა საკანში და ითხოვდა საერთო საკან...
-
1924 წლის 5 აგვისტოს, მეორე დაკითხვაზე ივანე ცომაიამ განაცხადა, რომ 1918 წელს ჩოხატაურში აჯანყების დროს, არ შეასრულა ბრძანება 8 ბოლშევიკი ტყვის დახვრეტის შესახებ, რის გამოც ნოე რამ...
-
1924 წლის 24 აპრილის ღამეს მიხეილ ანჩაბაძე დააკავეს გუდაუთაში და თბილისის ჩეკაში გააგზავნეს.
-
1924 წლის 24 აპრილს გუდაუთაში დაპატიმრებულ მიხეილ ანჩაბაძეს ბრალი დასდეს ბანდიტიზმში, კერძოდ, ყაჩაღურ თავდასხმებში თელავის ვაგზალზე „ჩოლოყაევის ბანდის წევრებთან ერთად“.
-
1924 წლის 24 აპრილს დაკავებული მიხეილ ანჩაბაძის ჩვენების მიხედვით, მან და ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ხელში ჩაიგდეს ჩეკისტი იაკოვლევი და დახვრიტეს.
-
1924 წელს პატიმრობაში მყოფმა მიხეილ ანჩაბაძემ თანამშრომლობის სანაცვლოდ შეწყალება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ შეეძლო ეჩვენებინა ადგილები, სადაც ჩოლოყაშვილის ბანდის წევრები იმალებოდ...
-
1924 წლის 2 თებერვალს დააპატიმრეს ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.
-
1924 წლის 3 მარტს, დაპატიმრებიდან მეორე დღეს, ამბროსი გაჩეჩილაძე დაკითხეს. მის ჩვენებაში საუბარია ილარიონ რუხაძესთან შეხვედრის დეტალებზე.
-
1924 წლის 8 მარტს გამოძიების მიმდინარეობის პროცესში 16 ადამიანი, მათ შორის ამბროსი გაჩეჩილაძე, თელავის გამოსასწორებელ სახლში გადაიყვანეს.
-
1924 წლის მაისში ამბროსი გაჩეჩილაძეს მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის გადაიყვანეს მე-2 გამოსასწორებელ დაწესებულებაში.
-
1924 წლის 21 აპრილს საქართველოს ჩეკას N6776 ორდერით ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი დააპატიმრეს თბილისში, საკუთარ სახლში, გოგოლის ქუჩა N48-ში.
-
1924 წლის 21 აპრილს ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილმა დაკითხვაზე პარტიულობა კატეგორიულად უარყო.ძიებისთვის საინტერესო იყო მისი ნაცნობობა 1924 წლის აჯანყების მონაწილე პირებთან: დათა ქავ...
-
19 მაისს საქჩეკას N1 განყოფილების რწმუნებულის თანაშემწე მელიქაძემ განიხილა სულიაშილის საქმე და დაასკვნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული კატეგორიულად უარყოფდა ს/დ პარტიასთან კ...
-
1924 წლის 12 იანვრის დადგენილების მიხედვით, პასუხისმგებელმა მორიგემ ДЧКК ხიტაროვმა განიხილა 1917 წლის რევიზორ კონსტანტინე ნიკოლოზის ძე ჩემიას პროტოკოლი, საიდანაც ირკვევა, რომ ჩახავ...
-
1924 წლის 12 მაისს დაკავებულმა ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავამ შიმშილობა გამოაცხადა და ცალკე საკანში გადაყვანა მოითხოვა.
-
1924 წლის 31 ივლისს სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშილი საქართველოს ჩეკამ დააპატიმრა.
-
1924 წლის 2 აგვისტოს წინასწარი დადგენილებიდან ირკვევა, რომ ჩეკას წარმომადგენელი ჯალაღანია გაეცნო დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ბობოკაშვილს ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა, კე...
-
1924 წლის 31 ივლისს დაკავებული სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მას ბრალად სდებდნენ მენშევიკობას და მათდამი თანაგრძნობას, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა და...
-
1924 წლის 18 ივნისს არალეგალური მუშაობის ბრალდებით დააპატიმრეს გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია.
-
1924 წლის 2 ივლისს დაიწყო დაკავებული გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას საქმის წარმოება.
-
საქართველოს საგანგებო კომისიის დადგენილების თანახმად, გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია იყო სენაკის ნაციონალ-დემოკრატების არალეგალური კომიტეტის თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა ყაჩაღ...
-
1924 წლის 22 თებერვალს ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ბორჩალოს მაზრის პოლიტბიურომ დააკავა არალეგალური პარტიული საქმიანობის ბრალდებით.
-
1924 წლის 30 მაისს ამავე წლის 23 მარტის დადგენილების თანახმად, კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი ახალ სენაკში თოდუამ დაკითხა. მას ბრალად წაუყენეს საბჭოთა ხელისუფლები...
-
1924 წლის 2 ივნისს დააპატიმრეს აკაკი ევგენის ძე ადამია. მას ბრალად ედებოდა მიკუთნებულობა ნაციონალ-დემოკრატების პარტიისადმი.
-
აკაევსკიმ სოხუმის ПРЕДАВЧЕКА-ს ფოსტა-ტელეგრაფით სრულიად საიდუმლოდ გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ სოხუმში საქმიანობდნენ აქტიური ნაციონალ-დემოკრატები, „ყოფილი КАПТЕНРУС...
-
1924 წლის 8 აპრილს ქუთაისში დააპატიმრეს 38 წლის თევდორე იოსების ძე ასათიანი.
იმ დროისათვის ასათიანი მესხეთის ქუჩაზე, იოსელიანის სახლში (ბინა მელიტონ გეგელავას ეკუთვნოდა) ცხოვრობდ...
-
თევდორე იოსების ძე ასათიანი პირველად დაკითხეს 11 აპრილს. მან კითხვებს არ უპასუხა და არც არაფერი აღიარა. შემდეგი დაკითხვა მოუწყვეს 1924 წლის 17 აპრილს. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ასა...
-
1924 წლის 22 თებერვალს (სხვა საქმის მიხედვით − 14 თებერვალს) სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი დააპატიმრეს სოფელ მელექედურში, საკუთარ ოჯახში. მას ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა, მაგრამ...
-
1924 წლის 12 იანვარს გიორგი ივანეს ძე ქურხული დააკავეს თბილისში, სასახლის ქუჩა N6, ბინა 11.
-
1924 წლის 12 იანვარს გიორგი ივანეს ძე ქურხული დააპატიმრეს თბილისის პოლიციაში ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და ჩეკას წევრის, მენშევიკ დავით ეფრემის ძე ონიაშვილს შეფარებისთვის.
-
1924 წლის 9 აპრილს თბილისში, ვარდისუბნის N 3-ში, დანელიას ბინაში, საქართველოს ჩეკას ორდერით დააპატიმრეს ივანე ალექსანდრეს ძე სინჯიკაშვილი. ის არ დაუკითხავთ, ჩხრეკისას ჩამოართვეს ყა...
-
1924 წელს ვახტანგ იოსების ძე ისკანდარაშვილს ბრალად ედებოდა შეირაღებული თავდასხმა მენშევიკებთან ერთად. მას მიესაჯა დახვრეტა.
-
1924 წლის 17 ივნისს გიორგი სოლომონის ძე მხეიძე დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა და ყაჩაღური თავდასხმები თბილისში. ნაციონალ-დემოკრატების პარტია სენაკში პოლიტ ბანდასთა...
-
1924 წლის 5 იანვარს იოსებ თევდორეს ძე გეგელია დააკავეს ფოთში. მას ბრალად წაუყენეს არალეგალური საქმიანობა.
-
1924 წლის 3 თებერვალს დააკავეს დავით გიორგის ძე ჯორჯაძე. ბრალად ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისათვის აჯანყებაში დახმარების გაწევა.
-
1924 წლის 23 აგვისტოს დააპატიმრეს 20 წლის ისიდორე სამსონის ძე ჯაში, რომელიც იმყოფებოდა ნათესავის, გრიგოლ ბერძენიშვილის სახლში, თბილისში, თამარის ქუჩა N15-ში.
-
ივანე პეტრეს ძე ხოშტარია 1924 წლის 18 მარტს 28 წლის ასაკში დააპატიმრეს.
-
1924 წელს გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა დააპატიმრეს სენაკში, ქუთაისის ქუჩის N7-ში.
-
1924 წლის 7 აპრილს ქუთაისის პოლიტბიუროს უფროსმა ევგენი იოსების ძე ძიძიგური დააკავა.
-
1924 წლის 18 აგვისტოს ვიქტორ ლუკას ძე ცენტერაძე დააპატიმრეს, ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა.
-
1924 წლის 3 სექტემბერს ივანე ბეგლარის ძე ღლონტი დააპატიმრეს ქალაქის (რომლის არ არის მითითებული) ბაზარში. პირადი საქმის მიხედვით, ის დახასიათებულია როგორც მომზადებული პროპაგანდისტი...
-
1924 წლის 28 თებერვალს გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილი თბილისში დააკავეს. მას ბრალად სასამართლო კანცელარიის ბეჭედდასმული ფურცლების დაბეჭდვა და გოგიტა ფაღავასთვის გადაცემა ედებოდა.
-
1924 წლის 11 ივლისს გიორგი სალუქვაძემ ოზურგეთის პოლიუტბიუროში დაკითხვის დროს უარყო იროდი ხომერიკთან კავშირი და განაცხადა, რომ ვანო ცომაია არ იყო მენშევიკების პარტიის წევრი.
-
1924 წელს გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე საქართველოს ჩეკამ დააკავა.
-
1924 წლის მარტში ალექსანდრე ჯანდიერის საქმეზე საქართველოს ჩეკას მიერ თელავში დაკითხული რომან ყანჩაველი, ზაქარია მეღვინეთუხუცესი, ილია გოგნიაშვილი, ივანე ექვთიმიშვილი და ფირუზ სარქი...
-
1924 წლის 5 აგვისტოს საქართველოს ჩეკამ სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშილზე საქმის წარმოება დაიწყო.
-
1924 წლის 2 მარტს ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე ხელმეორედ დააკავეს საკუთარ სახლში, თელავში, აბანოს ქუჩა N9-ში.
-
1924 წლის 15 მარტს გრიგოლ ვასილის ძე ქუთელია ქუთაისში, ქუჩაში, აგენტურული შეტყობინების საფუძველზე დააკავეს. შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ ის ნაციონალ-დემოკრატების სამხედრო ორგა...
-
1924 წლის 29 მარტს ქუთაისიდან კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ბრალდებულ გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიას თბილისში გადაგზავნა მოითხოვეს.
-
1924 წლის 4 აპრილს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ბრალდებული გრიგოლ ვასილის ძე ქუთელია თბილისში საქართველოს ჩეკას კომენდატურაში გაგზავნეს. 19 მაისს ის პირველად და უკანასკნელად დაკითხ...
-
1924 წლის 21 მაისს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ბრალდებულმა გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიამ განცხადება გაუგზავნა გამომძიებელ პოლოსოვს, რომელშიც ამტკიცებდა თავის უდანაშაულობას და მიუთითე...
-
1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, მიკაელიანცის სახლში საგანგებო კომისიის მიერ აღმოჩენილი მენშევიკების არალეგალური სტამბიდან აიყვანეს გიორგი სოლომონის ძე დიღმელაშვილი (25 წლის), დავი...
-
1924 წლის 25 მარტს სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი იმყოფებოდა ოზურგეთის გამოსასწორებელ სახლში ბანდიტების ხელშეწყობის ბრალდებით, ირიცხებოდა ოზურგეთის პოლიტბიუროში.
-
1924 წლის 9 ივლისს სოფელ დვაბზუში დაპატიმრებული გიორგი სალუქვაძე, ივანე ცომაია და ასევე დამსმენი აგენტი „დინქი“ ოზურგეთის პოლიუტბიუროში გადაიყვანეს.
-
1924 წლის 19 მარტს ალექსანდრე ჯანდიერს მიუსაჯეს პატიმრობა თელავში და საქმე ძიებას გადასცეს.
-
1924 წლის ოქტომბერში საქართველოს ჩეკამ დააპატიმრა ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა.
-
1924 წლის 28 თებერვალს ახმეტაში, გზაზე დასმენის საფუძველზე დააპატიმრეს ალექსანდრე ჯანდიერი ბანდიტობის ბრალდებით, ქაქუცა ჩოლოყაშილის ბანდის ხელშეწყობისათვის.
-
1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარმა წევრებმა – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძემ, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძემ და შალიკო ხელი...
-
1924 წლის 28 თებერვალს დაკავებულმა გიორგი ვასილის ძე ქოჩიაშვილმა დანაშული აღიარა. სასამართლომ 5 წელი ციხე მიუსაჯა.
-
1924 წლის 26 ივლისს დაიწყო დაპატიმრებული აკაკი ევგენის ძე ადამიას საქმის წარმოება.
-
1922 წელს დაკავებულ გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძეს 1924 წლის 13 იანვრამდე ბრალი არ ჰქონდა წაყენებული.
-
1924 წლის 3 თებერვალს დავით ჯორჯაძე დააპატიმრეს. საბუეს მოძღვრის შვილის, ანა ვარდიაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ჯორჯაძემ ანა ვარდიაშვილის თხოვნით ორი კვირით შეიფარა ქაქუცა ჩოლოყა...
-
1924 წელს სილიბისტრო თავართქილაძე ციხეში იჯდა.