საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72073

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ივლისში ვასილ სოლომონის ძე თამარაშვილმა სასკოლო სიმღერებისა და სავარჯიშო ჰანგების კრებული გამოსცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის წევრები იყვნენ: დავით მგალობლიშვილი, ივანე ბარველი, დ. აბდუშელი, პავლე ფრანგიშვილი, ილია მამფორია, ვასილ ურუშაძე, ტასო აბაშიძე, მარო მდივანი და ნატალია ჯავახიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში მსახიობი ნინო დავითაშვილი სპარსეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში ვალერიან გუნიას მეთაურობით პროვინციებში საგასტროლოდ წასულმა დასმა წარმოდგენები გამართა ჩოხატაურში, ზუგდიდში, ახალ სენაკში, ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, სოჭში, ტუაფსეში და ა.შ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ზაფხულში ვიქტორ ქავთარაძე პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის სუფლიორი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ზაფხულში ვალერიან შალიკაშვილი პროვინციებში საგასტროლოდ წასული დასის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით პროვინციებში საგასტროლოდ წასულმა დასმა წარმოდგენები გამართა ზესტაფონში, ჭიათურაში, სამტრედიაში, ხონში, აბაშაში, ლანჩხუთში, ოზურგეთში, ხიდისთავში და ა.შ.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს თბილისის საეპარქიო სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მისიონერად გაგზავნეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივლისში დავით აკოფაშვილი და მ. ღვინიაშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-59 წლებში ბესარიონ იესეს ძე ძიმისტარიშვილი ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის სამოქმედებიანი დრამის „დედინაცვალი“ III ნაწილი.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874-1917 წლებში ლეონტი იოვანეს ძე გორდულაძე ძეძილეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის წერილი „მანჯაფა“.

1800

ტიპი: თანამდებობა

1800 წელს იოვანე მეფარიშვილი ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1859

ტიპი: გარდაცვალება

1859 წლის იანვარში ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ იესეს ძე ძიმისტარიშვილი გარდაიცვალა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სოფრომ მგალობლიშვილის წერილის „ქართველ მწერალთა წერილები“ X ნაწილი.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს იოვანე სიმონის (ბერის) ძე ტყეშელაშვილი ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1829

ტიპი: თანამდებობა

1829 წელს იოვანე მეფარიშვილი ძულუხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 19 თებერვალს წიაღუბნის წმ. კვირიკესა და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი ქრისტეფორე იასონის ძე ცინცაძე გარდაიცვალა.

1841

ტიპი: თანამდებობა

1841-48 წლებში დავით მამუკას ძე ებანოიძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1848

ტიპი: თანამდებობა

1848-84 წლებში შიო თომას ძე გაჩეჩილაძე წევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877-1917 წლებში ქრისტეფორე იასონის ძე ცინცაძე წიაღუბნის წმ. კვირიკეს და ივლიტეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიციან ტაბიძის სტატიის „თავ. ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი“ III ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით კილოსანიძის სტატიის „რემბრანდტი“ II ნაწილი.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს დავით ბუჭუას ძე მასხარაშვილი წირქვალის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.