პირადი ინფორმაცია [ 1912 წელი ]
- 1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ლუარსაბ ანდრონიკაშვილმა ქართული არ იცოდა.
- ვალენტინა ივანეს ასული გამყრელიძე-ბაღათუროვი 1912 წლიდან ქვრივი იყო.
- 1912 წელს ქუთაისში ამბროსი ხვინგია გაზეთ „იმერეთის“ ნომრებს ყიდდა.
- 1912 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კატორღამისჯილი ევგენი დვალი სულიერად ავადმყოფი იყო.
- 1912 წელს სარქის გევარგიზ ოღლი სპარსეთის ქვეშევრდომი იყო.
- 1912 წელს მოსკოვში გაქცეული კონსტანტინე ანდრონიკაშვილი 9 თვის შემდეგ იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო. თავდაპირველად ჟენევაში ცხოვრობდა.
- 1912 წლის 19 ოქტომბერს გრიგოლ ჭანკოტაძე და მისი მეგობრები თავს დაესხნენს პირიდონ კაპანაძეს. მათ კაპანაძის ქალიშვილის მოტაცება სურდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
- 1912 წლის 11 ოქტომბერს სოფ. მაიდანში ისიდორე მიქელაძემ ყაჩაღი ჭელია მოკლა.
- 1912 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ რუხაძეს სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის 20 წელი შეუსრულდა.
- 1912 წლის 25 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელში 140 წლის კაცი – წიბო გაზაშვილი ცხოვრობდა.
- 1912 წელს ნ. ს. ფილია როსტოვში იყო გადასახლებული.
- 1912 წლის 5 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჟენევაში მყოფ ლეო ქიაჩელს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მატერიალურადაც უჭირდა.
- 1912 წლის 17 დეკემბერს სოფ. ბაღდათის საავადმყოფოს ფერშლის, გელცმანის ქალიშვილმა თავი მოიწამლა.
- 1912 წლის 23 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნატორის განკარგულებით ექვთიმე თოდრაძეს ოზურგეთის მაზრა უნდა დაეტოვებინა.