რეგისტრირებული ფაქტები86300
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს დავით კარიჭაშვილი გაზეთ „ახალი ქართლის“ რედაქტორი იყო. გაზეთი გორში კვირაში ორჯერ გამოდიოდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საზოგადო კრებაზე ანდრია ღულაძე, დიმიტრი დუმბაძე, ესტატე ავალიშვილი და სხვ. საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საზოგადო კრებაზე თევდორე კიკვაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ნინო რცხილაძე და არჩილ ჯაჯანაშვილი საზოგადოების წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საზოგადო კრებაზე ნინო ნაკაშიძე, პოლიევქტო კიკალიშვილი, კირილე ნინიძე, იპოლიტე ვართაგავა, გიორგი ცინცაძე, ვახტანგ მუსხელიშვილი და სხვ. საზოგადოების წევრებად აირჩიეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრებაზე გ. ნ. ყაზბეგი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის დეკემბერში I მსოფლიო ომში დაჭრილი უნტერ-ოფიცერი ბესარიონ ქარცივაძე გარდაიცვალა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 13 დეკემბერს ქუთაისში დრამატულმა დასმა გ. სუნდუკიანცის კომედია "პეპო" და ვოდევილი "დატრიალდა ჯარა" წარმოადგინა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 12 დეკემბერს ქუთაისში დრამატულმა დასმა ნინო ჩხეიძის მონაწილეობით ა. ცაგარლის დრამა „გულჯავარ" და ვოდევილი „დუელი" წარმოადგინა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის პირველი ივლისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ჯაბაროვი გუბერნიის მდივანი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში არჩილ გიორგაძემ თავისი შეკრებილი 5. 15 მანეთი ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას გადასცა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 14 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში "ხანუმა" და "ცოლი ორი დღით" წარმოადგინეს. კომედიაში ვ. მჭედლიშცილი და ა. იმედაშვილი მონაწილეობდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის პირველი ივლისის „დროების“ ცნობით, ქალაქის მცხოვრებლებს მამულების გადასახადი ალექსანდრე ჯაბაროვისთვის უნდა გადაეცათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 თებერვალს გაქურდეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, მ. თავდიდიშვილისა და ა. მინოვიჩის ოთახი ჭავჭავაძის ქუჩა N12-ში, წაიღეს 200 00 მან. ღირებულების ნივთები. დაზარალებულებმა განაცხადეს მეორე კომისარიატში და სისხლის სამართლის მილიციაში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის დეკემბერში ვანო გიგოშვილმა ხარფუხის მუსულმანთა აუდიტორიაში წარმოდგენილი თავისი პიესის „შურისძიება“ შემოსავალი, 4, 65 მანეთი, ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 დეკემბერს ნოქართა კლუბში ინტერნაციონალური საღამო გაიმართა. ვასილ აბაშიძის რეჟისორობით წარმოადგინეს სამი ერთმოქმედებიანი პიესა ქართულ („რაც არ მერგება, არ შემერგება), რუსულ და სომხურ ენებზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 20 დეკემბერს ხარფუხის მუსულმანთა აუდიტორიაში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა ვანო გიგოშვილის პიესა „შურისძიება“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ეკატერინე აბაშიძე-ერისთავის საბენეფისოდ „კარდინალი რიშელიე“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ვალერიან გუნიას, ნინო დავითაშვილის, მიხეილ გელოვანის, ანდრია მურუსიძის, ვალერიან შალიკაშვილის, პავლე ფრანგიშვილისა და სხვ. მონაწილეობით „მეფე ლირი“ წარმოადგინეს.

