რეგისტრირებული ფაქტები90189
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ: პავლე საყვარელიძე, იოსებ გედევანიშილი, შალვა მესხიშვილი,კოტე მაყაშვილი, კოტე აფხაზი, ნიკოლოზ ქარცივაძე, კონსტანტინე მესხი,იესე ბარათაშვილი, დავით ვაჩნაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, მიხეილ მაჩაბელი,ივანე გობეჩია, რევაზ გაბაშვილი, ქრისტეფორე რაჭველიშვილი,გიორგი გვაზავა, ვლადიმერ გობეჩია, გრიგოლ რცხილაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე ინგოროყვა.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 12 იანვარს თბილისში ჩამოასვენეს ნიკოლოზ ტარსაიძის ცხედარი. განჯაში განსვენებულის ცხედარი აუარებელმა ხალხმა გამოაცილა. მათ ვაგონი ყვავილებით შეამკეს. ნიკოლოზ ტარსაიძის დაკრძალვა შედგა 13 იანვარს, კუკიის სასაფლაოზე. თბილისის ვექილებმა გადაწყვიტეს, გვირგვინის ყიდვის ნაცვლად ფული ქართველი გაჭირვებული მსახიობებისთვის გადაეცათ.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 11 იანვარს გაზეთი „საქართველო" განჯიდან სამწუხარო დეპეშის მიღებას იუწყებოდა, რომელიც იქ მცხოვრები საოლქო სასამართლოს წევრისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ ტარსაიძის გარდაცვალებას ამცნობდა თბილისს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც ისაუბრეს სახელმწიფო კონტროლიორის კანონ-პროექტზე. ასევე განიხილეს დროებითი შტატებისა და რევიზიის წესდების ფინანსური და იურიდიული კომისიებისთვის გადაცემის საკითხიც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც ისაუბრეს დაშნაკცუთიუნის ფრაქციის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც გაიმართა მსჯელობა დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მნიშვნელოვანი საკითხები: 1. კანონპროექტი სახალხო სკოლების მასწავლებელთა ნივთიერ მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ – მომხსენებელი ნოე ცინცაძე 2. კანონპროექტი ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის ქსელების გავრცელების შესახებ – მომხსენებელი დიომიდე თოფურიძე 3. კანონპროექტი ახალი სამკითხველოების გახსნის შესახებ – მომხსენებელი ლეო ნათაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული საბჭოს საფინანსო სექციის კასის ჩაბარების აქტი, სადაც აღნიშნული იყო შემოსავლები. კერძო პირები – 5600 მანეთი, კოოპერატივი "ამხანაგობა" – 2939 მანეთი, მევენახეობა "კახეთი" – 3491. სესხები: ამიერკავკასიის ბანკი – 49250, ქონების სექცია – 5900, თბილისის ბანკი – 5000, ილია ზურაბიშვილი – 2500.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო სასწრაფოდ მისაღები ზომები: 1. მე-3 პოლკი მანგლისიდან წალკაში გადაყვანა; 2. პოლკიდან პრაპორშიკ აკრიტოვის დათხოვნა; 3. მღვდელი გარიბოვისთვის გაფრთხილების მიცემა, რომელიც მხილებული იყო პროვოკაციული ატმოსფეროს შექმნაში; 4. პოლკოვნიკი ევანგულიდის გასამართლება; 5. ადგილობრივი ბატალიონისთვის სახელის შეცვლა; 6. სხვადასხვა სოფლების მომარაგება სურსათით; 7. მიწის კანონის დაჩქარებით მიღება; 8. რაიონის მცხოვრებთა მიერ მთაში საქონლის გარეკვის უზრუნველყოფა მოსალოდნელი თავდასხმების შემთხვევაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კუპრიანოფის თაოსნობით შეიქმნა რუსული ბატალიონი, რომელიც ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. საჭირო იყო ბატალიონის ფორმირების შეჩერება და ამასთანავე, სახელის გადაკეთება „ქართულ“ ბატალიონად, რადგან „რუსული“ არ შეეფერებოდა ბატალიონის ეროვნულ შემადგენლობას.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 28 მარტს საქართველოს ნაციონალურ პარლამენტს წერილი გაუგზავნა ქ. ცარიცინის ქართულო ნაციონალური საზოგადოების გამგეობამ, ქალაქში შემდგარი საქართველოს საზოგადოების (127 წევრი) შესახებ. საზოგადოებამ შეიმუშავა დრეოებითი წესდება, აირჩია თავმდჯომარე, გამგეობა და კომისიის წევრები, რომლებიც განაგებენ ადმინისტრაციულ საქმეებს. 23 მარტს კრების სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ წესდების დამტკიცების შემდეგ, ისინი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში. გარდა ამისა, მჭიდრო კავშირი უნდა იქონიონ ქართულ პარლამენტთან და ყველა საჭირო ინფორმაციას დროულად მიღება უნდა შეეძლოთ. ხელს აწერს თავმჯდომარე – პორფელ ნიკოლაშვილი, წევრები: ილია ყორანაშვილი, ვალოდია ქურდავანიძე, ლ. დუმბაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს საქართველოს ეროვნული საბჭოს კომიტეტს წერილი გაუგზავნა მოსკოვის ქართველთა კოლონიის თავმჯდომარემ და მოითხოვა სხვადასხვა საკითხზე პასუხების გაცემა. კერძოდ, 1. საქართელოს პოზიცია თათრებთან და სომხებთან; 2. სიმართლეა, თუ არა თურქების იერიშის დაწყება ქუთაისზე და ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი. ამ და სხვა საკითხებში გასარკვევად, მოსკოვიდან გამოიგზავნა ნიკოფორე ხახიშვილი, რომელმაც უმოკლეს დროში უნდა ჩამოიტანოს ცნობები აღნიშნულთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ქორქიამ პეტროგრადში გამართული ადგილობრივ ქართველთა კრების შესახებ. მისი აზრით, ეროვნულ საბჭოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენლობითი ორგანო პეტროგრადში. შესაბამისად, ის თანახმაა პეტროგრადში არსებული კომიტეტი დაუქვემდებაროს საქართველოს ეროვნულ საბჭოს და მიიღოს სხვადასხვა დირექტივები კონკრეტულ აქტივობებთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 18 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი გაუგზავნა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ქორქიამ, რომელმაც საბჭოს გააცნო კომიტეტის წევრები: ზურაბ ავალიშვილი, აპოლონ ურუშაძე, ალექსანდრე ჩერქეზიშვილი, კონსტანტინე მიქელაძე, გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ჩოჩია, ვალერიან გიორგაძე, ალექსანდრე კვინიხიძე, თავმჯდომარე – ალექსანდრე ქორქია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს საქმეთა მმართველს, პავლე საყვარელიძეს წერილი გაუგზავნა ბათუმის ოლქის ქართველ მუსლიმთა კომიტეტმა, ქუთაისის საადგილმამულო ბანკის მიერ, პროკოფი დოლიძეზე მიყიდული ვარშანიძეების მემკვიდრეთა კუთვნილი სახლის უკან დაბრუნების შესახებ.

