რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის აპრილში ჭოლა ლომთათიძეს საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 მაისს მსახიობი ქეთევან კალაძე თამარობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ხაშურიდან ბორჯომში იყო მიწვეული.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავას ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილთან ერთად ზამთარში მოსკოვის მცირე თეატრში უნდა ემუშავა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის აგვისტოში მოსკოვში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათშვილის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილე აღნიშნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 მაისს ბორჯომში თამარობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე მსახიობ ვასო ალექსის ძე აბაშიძის პატივსაცემად ქართული სუფრა გაშალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო იოსების ძე ლომოურის, მათე კერესელიძის, სოფრომ მგალობლიშვილისა და სხვ. ჯგუფური ფოტოსურათი.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს ნიკო იოსების ძე ლომოური თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად მიიწვიეს.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 26 აპრილს ნიკო იოსების ძე ლომოური გორში, სამების ეკლესიის ეზოში, დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის ფოტოსურათი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო იოსების ძე ლომოურის ფოტოსურათი.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დაჭრილი ოფიცერი იასონ შიოს ძე ჩიხლაძე თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში, მკურნალობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 3 მაისს ბორჯომში თამარობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ვასო ალექსის ძე აბაშიძე საგანგებოდ იყო მიწვეული.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ელ ივნისს ორთაჭალაში ქართველ მსახიობთა თაოსნობით ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილის პატივსაცემად ვახშამი გამართეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აკადემიკოსი ნიკო მარი თბილისში ჩამოვიდა.