საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89767

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას თევდორე კიკვაძის ბინა გაჩხრიკეს სემინარიის ინსპექტორმა სტეპანოვმა და სემინარიის მეთვალყურე ვასილ ბარნოვმა. სახლში შემოსვლისას ბარნოვმა მითითება მისცა მას დაემალა ყველა აკრძალული წიგნი და ამით გადააჩინა სემინარიიდან გარიცხვას.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლისას თევდორე კიკვაძის ბინა გაჩხრიკეს სემინარიის ინსპექტორმა სტეპანოვმა და სემინარიის მეთვალყურე ვასილ ბარნოვმა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მოწაფეთა არალეგალური წრის არსებობის შესახებ, სადაც იმ პერიოდში თევდორე კიკვაძეც ირიცხებოდა, სემინარიის ადმინისტრაციამაც იცოდა და უსასტიკეს ზომებს იღებდა ამ შეკრებების შესაჩერებლად.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლიდან თევდორე კიკვაძე გაწევრიანებული იყო მოწაფეთა არალეგალურ წრეში, სადაც ახალგაზრდები ეცნობოდნენ ბოკლის, დობროლიუბოვის, პისარევის, ჩერნიშევსკის, ლავროვისა და შელგუნოვის ნაწარმოებებს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1890 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას თევდორე კიკვაძე მოწაფეთა არალეგალურ წრეში ირიცხებოდა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მეორე კლასში გადავიდა.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წლის 6 მაისს ბათუმში ძარცვის დროს მოკლეს ამერიკელი კონსული უილიამ სტიუარტი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ოქტომბერში სომხებსა და თათრებს შორის დაწყებული შეტაკების შესაჩერებლად იარაღი, რომელიც მთავრობამ მიერ სოციალ-დემოკრატებს გადასცა, ისიდორე რამიშვილს ჩააბარეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 სექტემბერს ქუთაისში ფერმის მახლობლად გადაიწვა გლეხ ნესტორ იამანიძის სახლი. ხატთან დანთებული სანთელი ტანსაცმელში ჩავარდა და ხანძარი ასე გაჩნდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს გლეხების თხოვნით ილია ნებიერიძე, სანდრო ჯიქურაშვილი და ვანო ნავროზაშვილი გიორგი ამილახვრის მოსაკლავად გორში გაემგზავრნენ.

1936

ტიპი: ნასამართლეობა

1936 წლის 21 ოქტომბერს ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ამერიკელ ჟურნალისტს პირველ შეხვედრაზე ლიქოკელებმა განუმარტეს, რომ ხევსურები ხელისუფლების პოლიტიკაზე უარყოფითად რეაგირებდნენ და მზად იყვნენ, მისი ღონისძიებებისთვის წინააღმდეგობა გაეწიათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს თბილისის ოკუპაციის შემდეგ წითელარმიელებმა ევგენი გეგეჭკორის ბინა ააოხრეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველ დღეებში, შალვა ელიავა სუვერენული საბჭოთა საქართველოს მოსკოვის მიერ ხელდასხმულ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა წითელი არმიის ხელმძღვანელ ორგანოთა საქმიანობაში უშუალოდ ვერ ერეოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ოქტომბერში თბილისში მეფისნაცვალ ი. ვორონცოვ-დაშკოვის ბრძანებით სოციალ-დემოკრატებს 500 თოფი და 40 000 ტყვია გადაეცათ სომხებსა და თათრებს შორის დაწყებული შეტაკების შესაჩერებლად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 მარტს ვლადიმერ ლენინმა დეპეშით აცნობა XI წითელი არმიის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს, რომ საქართველოს რევკომთან შეუთანხმებლად არავითარი გადაწყვეტილება არ მიეღოთ.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს ნაფიცი ვექილის თანაშემწე ახუმოვმა დედინაცვლის მოკვლა გადაწყვიტა. გამოძიებამ ახუმოვი ავადმყოფად გამოაცხადა და ამის დასამტკიცებლად სასამართლომ ის საავადმყოფოს გადასცა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ნ. ს. ფრიდონოვის მამულში აღმოჩნდა ფილოქსერა. საკითხის შესასწავლად აგრონომი ნ. ნ. სპეშნევი მივიდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს სსრ რევკომის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს შალვა ელიავა XI არმიას საქართველოს დასაპყრობად მიუძღოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის დეკემბერში ფილიპე მახარაძე საქართველოს სსრ-ის რევკომის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს და მოსკოვში გაიწვიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის თებერვალში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე რკპ-ის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს ხელმძღვანელი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ოქტომბერს გაიმართა კომისიის კრება, რომელსაც დავალებული ქალაქ თბილისის სკოლათა გამგე- კომიტეტის მუშაობის საქმის გამოძიება. კომისიაში მოწვეული იყვნენ კერძო ნაფიცი ვექილები: ლ. ი. შევალიე, ე. ვ. ჩემესოვი და ქალანთაროვი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 24 სექტემბერს გაზეთის „ცნობის ფურცელში“ ეკატერინე იაკობის ასულმა სააკოვისამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ დაწესებულებასა და კერძო პირს, რომლებმაც წერილითა და დეპეშით სამძიმარი გამოუცხადეს მეუღლის, იაკობ გიორგის ძე სააკოვის გარდაცვალების გამო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს სკრაში, თავადაზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მამულში, ფილოქსერა აღმოაჩინეს. სოფელში ჩავიდნენ საზოგადოების კომიტეტის წევრები – უთნელიშვილი, მცხვეთაძე, გიორგიჟურული – და საქმის გასარკვევად აგრონომი ნ. ნ. სპეშნევი დაიბარეს.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები ხევსურეთის აჯანყების საქმეში შალვა ქარუმიძის კვალს ეძებდნენ.