რეგისტრირებული ფაქტები90189
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 თებერვლის გაზეთ „თეატრში“ დაიბეჭდა დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასაწყისი, მიმართული გაზეთ „ივერიისა“ და მასში დაბეჭდილი ილიას ფელეტონების წინააღმდეგ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის პირველი მარტის გაზეთ „თეატრში“ დავით კეზელის სტატიის „მე თუ ჩვენ? შენ თუ თქვენ?“ დასასრული დაიბეჭდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად კოჩხოევმა 3 მანეთი შესწირა, ალექსანდრე გეგელიამ — 3 მანეთი, ილია ჯოხაძემ კი — 5 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად პართენ სულთანიშვილმა 3 მანეთი შესწირა, დავით ჭანტურიამ — 3 მანეთი, არსენა გოგლიძემ კი — 2 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად პეტრე ტარასოვმა 2 მანეთი შესწირა, დავით ფურცელაძემ — 2 მანეთი, გიგო გძელოვმა კი — 1 მანეთი.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად იოსებ სებისკვერაძემ 50 კაპიკი შესწირა, მელიტონ შავდიამ — 1 მანეთი და 50 კაპიკი, იაგორ მიკირტუმოვმა კი — 1 მანეთი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილისგან მიიღო წერილი, რომლითაც ის სთხოვდა დახმარებოდა ვინმე გურასპაშვილს, რომ სახელმწიფო ხარჯით მიეღოთ სასწავლებელში.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აგვისტოში ილია ჭავჭავაძემ ნინო ანდრონიკაშვილს საპასუხო წერილით შეატყობინა, რომ შეეძლოთ გურასპაშვილი სახელმწიფო ხარჯით თბილისის სამეურნეო სკოლაში მიეღოთ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 26 ივნისს ილია ჭავჭავაძემ შეთანხმება გააფორმა იაგორ გურგენიძესთან საგურამო-წიწამურის მამულების გაყოფაზე და მისი დამტკიცების თხოვნით თბილისის საოლქო სასამართლო პალატას მიმართა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ გიორგი ჟურულს მისწერა, რომ 1905 წელს შედგენილ ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამას 1906 წლის მარტამდე ამუშავებდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძის მონაწილეობით შედგენილი ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის ერთი ეგზემპლარი რესპუბლიკური საჯარო ბიბლიოთეკის რარიტეტში ინახებოდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს საურთიერთო დაზღვევის საზოგადოებამ ფინანსთა სამინისტროში თბილისის თვითმმართველობისთვის სათავდებო თანხის 50 000-დან 100 000 მანეთამდე გაზრდის მოთხოვნა გაგზავნა. 1896 წლის დეკემბერში დაზღვევის საზოგადოების მმართველობის წევრი მარკოზოვი სათავდებო თანხის მოთხოვნის გაზრდის თხოვნაზე პასუხის დასაჩქარებლად პეტერბურგში გაემგზავრა.

