საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90189

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ეისმანი რკინიგზის მიმოსვლის უფროსი გამგებელი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა ლეონიდემ მლეთის სამრევლო სკოლის შეგირდებს სხვადასხვა საგნიდან კითხვები დაუსვა და კმაყოფილი დარჩა მოსწავლეების გამოცდით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ტრუბეცკოიმ საქართველოს სასულიერო მუზეუმი დაათვალიერა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძეს საზოგადოების დამფასებელი წევრის თანამდებობის დატოვება უწევდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის მიერ დაარსებული სასულიერო მუზეუმი თანდათან მდიდრდებოდა მანუსკრიპტებით, ხატებით, ძველებური საეკლესიო შესამოსლებითა და არქეოლოგიური ნივთებით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“ მანეთად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ნინო ორბელიანის ლექსები 40 კაპიკად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სათავადაზნაურო სკოლისთვის 10 წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცოვს სადილი გაუმართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 მაისს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი ალექსანდრე გროსმანი პეტერბურგში წავიდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ სასულიერო მუზეუმი დააარსა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მამა ლეონიდე სამრევლო და მართლმადიდებლური სარწმუნოების გამავრცელებელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“ 20 კაპიკად იყიდებოდა.

1861

ტიპი: თანამდებობა

1872 წელს ჩატარებულ თავადაზნაურობის კრებაზე ბანკის წესდების შემმუშავებელმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძეს დააკისრა ფუნქციები ზედამხედველი კომიტეტისა, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა ბანკის დაარსება. ასევე აირჩიეს ბანკის მმართველად და მიანდეს დირექტორების დასახელება. ილიამ დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი აირჩია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების „კოშმარულ“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ იქიდან უკანონოდ გამოსახლებას. თითქოს სარაჯევს გამგეობაში მოუგვარებია ეს საკითხი, ოღონდ 27 სექტემბერს მათთვის ისევ მიუკითხავს მილიციონერს, რომელსაც ხელში ეჭირა საბინაო განყოფილების ახალი ბრძანება მოქალაქე ჩ-ს ბინაში შესახლებისა და ექიმ სარაჯევის იქიდან გამოსახლების ტექსტით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების „კოშმარულ“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ იქიდან უკანონოდ გამოსახლებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სარაჯევი უკვე მისულა ქალაქის გამგეობის წევრ ფირუმოვთან, რომელიც მეორე ჯერზე უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. მისი თქმით, ახალი გარემოებები სარაჯევების წინაამღდეგ მეტყველებდა და თუმცა მათ ყოველ მიზეზს გარეშე უნდა დაეტოვებინათ ბინა, იგი ოჯახს სხვა ბინას გამოუყოფდა. ხარჯების ანაზღაურებაზე ფირუმოვს უარი უთქვამს და სარაჯევისთვის მასზე სასამართლოში ჩივილი შეუთავაზებია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პეტრე სარაჯიშვილი (სარაჯევი) იყო ექიმი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პლიოტკინი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების გამგე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ჩერქეზოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ გრიგოლის ძე ფირუმოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს ეწვია. შემდეგ მოხსენება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის თებერვალში გაზეთ „აზერბაიჯანში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ბაქოს გენერალ-გუბერნატორ მურად გირა ტლეხასთან. მისი განცხადებით, სამი დღეში კასპიის ზღვით ბაქოში ლტოლვილებით დატვირთული 7 გემი ჩამოვიდა ენზელიდან, კრასნოვიდსკიდან და პეტროვსკიდან, რომელთაც 500-ზე მეტი მგზავრი ჩამოიყვანეს, უმეტესობა შეუშვეს ქვეყანაში, მაგრამ არა ბაქოში. ყველანი სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ, პოლონეთის მოქალაქეები – თბილისში, სპარსეთისა – სპარსეთში, სომხეთისა – სომხეთში, რუსეთის მოქალაქეები და მთიელნი – პეტროვსკში, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქეებს გაგზავნიდნენ იქ, სადაც ჩაწერილები იყვნენ, რათა ეპიდემია არ გავრცელებულიყო.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „მოამბე“, „ივერია“ და ეროვნება“ (დასასრული). ავტორი აკრიტიკებს გაზეთ „ივერიას“ იმისთვის, რომ გაზეთი გლეხებს ამაო დაპირებებს აძლევს, მაგრამ რეალურად მათი ინტერესები არ ესმის.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ ლევან და ივანე სიმონის ძე ბერეკაშვილებს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდათ ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კურსებში მდებარე 8 დესეტინა და 1920 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, ეზო და ზვარი, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 დეკემბერს კონსტანტინე მამაცაშვილმა მისწერა ილია ჭავჭავაძეს მისი სტატიის „გიორგი თუმანოვისა და მისი ამქარის აზრები“ შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი შეუდგა საქმიანობას და დღესასწაულის მოწყობის შესახებ მოქალაქეთაგან იღებდა წინადადებებს.