რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომას დაესწრნენ: იაკობ ღულაძე, კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 34-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ელიავა, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიორგი ექვთიმეს ძე წერეთლის წიგნი „მამიდა ასმათი“ გასაყიდად დაიბეჭდა. წიგნის ფასი 0.20 კაპიკი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე მირიანაშვილი კერძოდ ასწავლიდა ფრაანგულ ენას.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკის შეერთების თაობაზე შეადგინეს კომისია, რომლის წევრებად აირჩიეს: ილია ჭავჭავაძე და ნიკოლოზ ანდრონიკაშვილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა წიგნი „წერილები ქართულს მწერლობაზე“, რომელიც 3 წერილისგან შდგებოდა. ერთ-ერთი წერილში გადმოცემული იყო შენიშვნები ლექციაზე, რომელიც იოანა მეუნარგიამ გრიგოლ ორბელიანის შესახებ წაიკითხა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდარში“ მეცხრამეტე საუკუნის ქართული მწერლობის შესახებ წერილი დაიბეჭდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თერგში ვენახების დაავადების გამოსაკვლევად ვიქტორ გეევკსი გაგზავნეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 9 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აგრონომ ვიქტორ გეევსკის განცხადებით, თბილისის საბაღოსნო სკოლის ვენახს ახალი დაავადება „ანტრაკოზი“ გაუჩნდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში თბილისში მყოფმა მოსკოვის საიმპერატორო თეატრის არტისტებმა წარმოადგინეს ალექსანდრე სუმბათაშვილის პიესა „არკაზანვები“.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა იაგორ ყულიჯანის ძე ყულიჯანოვის თბილისში მდებარე ერთ ორსართულიან და ერთ ერთსართულიან ფლიგელს მიწის ნაკვეთთან ერთად.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ არტემის ასულ მელიქოვის თბილისში მდებარე ორსართულიან სახლს ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იაგორ ყულიჯანის ძე ყულიჯანოვს თბილისში, ავჭალის ქუჩაზე, თითო ორსართულიანი და ერთსართულიანი ფლიგელი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხის თბილისში მდებარე 11 860 კვადრატულ საჟენ მიწას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ ზაქარიას ძე მანუჩაროვს ავლაბარში ორი ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ზაქარიას ძე მანუჩაროვის თბილისში მდებარე ორ ორსართულიან სახლს ორი ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის ქალთა საბჭოს სხდომაზე მარიამ რუბანი ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ არტემის ასულ მელიქოვს თბილისში, წყლისპირის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, 11 860 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს თელავის მაზრის უფროსმა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

