საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87198

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრება გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრო საზოგადოების 32 რწმუნებული და მისი საპატიო წევრი ანასტასია წერეთლისა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მინადორა ტოროშელიძის თანხმობის საფუძველზე სარევიზიო კომისიისა და გამგეობის წევრები აირჩიეს. ფაქტი ხელმოწერით დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მალაქია ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებად გიორგი მაჭავარიანისა და ესტატე ავალიშვილის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად თევდორე კიკვაძისა და კალენიკე ნინიძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გ. ბარკლიანცი ქალაქ ბათუმის არქიტექტორი იყო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ბათუმის სამმართველომ არქიტექტორ შაპიროს დაავალა, ბათუმის სკოლის საკლასო ოთახები 1903 წლის პირველი ოქტომბრისთვის დაესრულებინა, სხვა სამუშაოები კი – 1904 წლის იანვრისთვის. ხარჯთაღრიცხვა გადასახდელად ქალაქის არქიტექტორისთვის უნდა გადაეცათ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე პოდპოლკოვნიკმა პომორსკიმ გააკეთა განცხადება, რომ არ დალოდებოდნენ სუკოიანის პასუხს და დაეწყოთ სკოლის მშენებლობა ბათუმში.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე ბათუმის თავმა ანდრონიკაშვილმა დააყენა საკითხი ბათუმის ქალთა გიმნაზიის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ, რასაც პრობლემა შეუქმნა სკოლისათვის გამოყოფილი ნაკვეთის ერთი მეპატრონის გარდაცვალებამ, რომელიც თანახმა იყო მიწის გადაცემაზე, ხოლო მეორე ძმა უარს აცხადებდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის აგვისტოში ბათუმში ჩატარებულ სხდომას ესწრებოდნენ ქალაქისთავი ივანე ანდრონიკაშვილი და ბათუმის სამმართველოს წევრები.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების 1911 წლის ანგარიშის მიხედვით, დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის სტიპენდია გაუქმდა, ამიტომ კავკავის განყოფილებამ დააარსა მეორე სტიპენდია. ამ სტიპენდიით სარგებლობდა ქართული სკოლის ყოფილი მოსწავლე დავით ღუდუშაური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 18, 19 და 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილებათა წარმომადგენლების კრებებზე მთავარი გამგეობის მიერ შემუშავებული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად კავკავის განყოფილებამაც (დროებითი თავმჯდომარე – ტიტე კახიძე) გაგზავნა თავისი წარმომადგენელი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობამ, რომლის დროებითი თავმჯდომარე იყო ტიტე კახიძე, 16 სხდომა გამართა და 40 საქმე განიხილა. კავკავის განყოფილების დადგენილებით 1912 წელს გამგეობის წევრთა რაოდენობა 30-დან 11-მდე შემცირდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის 1912 წელს გამართული 16 სხდომიდან თავმჯდომარე იოსებ შვილევი დაესწრო 12-ს, ტიტე კახიძე – 14-ს, იასონ ლორთქიფანიძე – 8-ს, მოსე კალანდარიშვილი – 9-ს, ზაქარია კიკნაძე, გრიგოლ ბურდული და ზაალ მჭედლიშვილი – 6-6-ს, იოსებ ბარახუსტი და დიმიტრი ერქომაიშვილი – 4–4-ს, ივანე ფიცხელაური და გიორგი ნათაძე – 5–5-ს, გიორგი როინიშვილი – 7-ს, დავით სირაძე და ალექსი ბერბერაშვილი – 2-2-ს, ვარლამ ბურჯანაძე – 16-ს, თომა სარაჯიშვილი, სპირიდონ ღუდუშაური და სიმონ ქერაშვილი – თითოს.

პირები
წყარო

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ბესარიონ ხაბურძანიას ცნობით, 1881 წლის 6 დეკემბრისთვის სოფელ ხეთის სკოლაში სწავლობდა 29 მოსწავლე ვაჟი და ჯერჯერობით არცერთი ქალი, მათგან ღარიბი იყო 15, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი სახსრებით სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების შეძენა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ხეთის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ბუნების კარი“ და „როდნოე სლოვო“, თითოეული 11-11 ეგზემპლარად.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ყიფშიძემ მაღაროს სკოლის მასწავლებელ იერემია ჭარელოვს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წლის მაისში სოფელ მაღაროს სკოლაში მხოლოდ ერთხელ მიიღეს წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 დეკემბერს მასწავლებელმა ლეონტი პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ამაშუკეთის სკოლისთვის საჭირო იყო: „დედაენა“, საწერი დედნები, კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, სთხოვდა, გამოეგზავნათ 7-7 ეგზემპლარი, ასევე გრიფელები და ფანქრები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ მაღაროს სკოლისთვის ძალიან საჭირო იყო კარადა წიგნების შესანახად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 7 დეკემბერს სოფელ ამაშუკეთის სკოლის მასწავლებელმა ლეონტი პეტრიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წლის მარტში მხოლოდ ერთხელ მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ იერემია ჭარელოვის ცნობით, 1881 წლის 2 დეკემბრისთვის სოფელ მაღაროს სკოლაში სწავლობდა მხოლოდ 42 მოსწავლე ვაჟი, მათგან 26 ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ლეონტი პეტრიაშვილის ცნობით, 1881 წლის 7 დეკემბრისთვის სოფელ ამაშუკეთის სკოლაში სწავლობდა 10 ვაჟი, 6 შეგირდი ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ოყურეშის სკოლის მასწავლებელმა გიორგი თაგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას აცნობა, რომ მხოლოდ ერთხელ, ივნისში მიიღო გამგეობისგან გამოგზავნილო წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად, ხოლო სხვა სასწავლო ნივთები ჯერ არ მიეღოთ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის ივნისში მასწავლებელმა გიორგი თაგვაძემ სოფელ ოყურეშის სკოლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო 49 ეგზემპლარი სხვადასხვა სახელმძღვანელო.