რეგისტრირებული ფაქტები89261
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ნოე ჟორდანია იმ დღეებში ინგლისში გამგზავრა იქაურ სოციალისტებთან მოსალაპარაკებლად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში ევგენი გეგეჭკორი რომში მიემგზავრებოდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 3 მაისს ნოე ჟორდანიამ საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (რეკონსტრუქტორების) ცეკაში გამოსვლისას დააყენა საკითხი, რა მოხდა საქართველოში – რევოლუცია, აჯანყება-გადატრიალება თუ ომით დაპყრობა – დოკუმენტებით გააშუქა და დაამტკიცა, რომ ეს იყო საბჭოთა რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს დასაპყრობად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი მიმგზავრებოდნენ სკანდინავიასა და ბალტიის მხარეში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, საქართველოს რევკომის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ შემოიარა საქართველოს ზოგიერთი კუთხე და მისი მოგზაურობა სამარცხვინოდ დამთავრდა, ზოგან მოღალატის სახელით ნათლავდნენ, სადაც ეს ვერ გაბედეს რუსი ჯარის დასწრების გამო, იქ მათ მოწყობილ მიტინგებზე ხალხს მგლოვიარე სახე ჰქონდა და დამუნჯებულიყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, გურიის ერთ-ერთ სოფელში საქართველოს რევკომის თავმჯდომარესთან, ფილიპე მახარაძესთან შეხვედრაზე სიტყვა ითხოვეს ალექსანდრე ლომთათიძემ და შ. შარაშიძემ, მაგრამ არ ალაპარაკეს. ხალხმა ატეხა ყვირილი, რომ ფ. მახარაძე მოღალატე იყო და ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი და თავისი დამქაშებით გაიპარა. შედეგად ამ პირებს დევნა დაუწყეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ბოლშევიკების ხელში გაზეთ „ახალი სხივის“ მხოლოდ სამი ნომერი გამოვიდა, შემდეგ იგი ბოლშევიკების სამართლიანი კრიტიკისთვის დახურეს და დააპატიმრეს თანამშრომლები – კირილე ნინიძე, ნიკიფორე იმნაიშვილი და მუხრან ხოჭოლავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, საქართველოს რკინიგზა გააერთიანეს ამიეკავკასიის გზასთან და შედგა საერთო მმართველობა, როგორც იყო 1918 წლის 26 მაისამდე. გაზეთების ცნობით, ეს საკითხი გადაწყვიტა უმაღლესმა კომისიამ სერგო ორჯონიკიძის თავმჯდომარეობით და მოსკოვიდან გამოგზავნილი წევრების – მე-11 არმიის სარდლის, ანატოლი გეკკერის, რუსეთის გზათა კომისრის, ფომინისა და ამიერკავკასიის წარმომადგენლის – მონაწილეობით. ბოლშევიკებს ეს ცნობა ეხამუშათ და განაცხადეს, რომ ეს წევრები მოწვეულნი იყვნენ, როგორც ექსპერტები.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილ წერილში „პარტიები საქართველოში“ აღნიშნულია: ბოლშევიკებმა გამოაცხადეს, რომ ლეგალიზაციას მისცემენ მხოლოდ იმ პარტიებს, რომელთაც სწამთ მესამე ინტერნაციონალი და საბჭოთა სისტემა. ასეთები აღმოჩნდნენ თედო ღლონტი და ყოფილი ბოლშევიკი, შემდეგ ფედერალისტთა დეპუტატი შალვა ნუცუბიძე მცირე ჯგუფით. ისინი გამოსცემდნენ გაზეთ „სოც. ფედერალისტს“. სოციალ-ფედერალისტთა პარტიამ ისინი პარტიიდან გააძევა და გაზეთის შესახებ გამოაქვეყნა განცხადება, რომ პარტიის ორგანო არ იყო.

