რეგისტრირებული ფაქტები88112
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა დაინიშნა ვექილად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა უცხო სახელმწიფოებიდან ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე. აღნიშნული საკითხის სისრულეში მოყვანა დაევალა საგარეო სექციას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ ოსმალეთთან ზავის დადების თაობაზე საჭირო იყო სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყება სხვადასხვა მთავრობასთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა განაცხადა, რომ ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკების პარალელურად, მის მოკავშირე სახელმწიფოებთანაც (ბულგარეთი, გერმანია და სხვა) უნდა დაგეგმილიყო შეხვედრები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კრების დადგენილებით, კახეთის რკინიგზის თანამშრომლები და მათი აღმასრულებელი კომიტეტი ფუნქციებით და უფლებებით გათანასწორდა ამიერკავკასიის რკინიგზის თანამშრომლებთან და მათ აღმასრულებელ კომიტეტთან. ასევე, კახეთის რკინიგზის აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლები მიიწვიეს სხდომაზე 5 იანვარს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე გამოირკვა, რომ ქართველ მაჰმადიანთა ბათუმის კომიტეტი ითხოვდა ფულის გაგზავნას ბათუმის ოლქის მაჰმადიან ქართველთა ყრილობის მოსაწვევად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ოსმალეთთან ზავის დადების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება უკრაინისა და რუსეთის მთავრობები მოეწვიათ საქართველოში ოსმალეთთან ზავის პირობების განსახილველად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე რეჯებ ბეგ ნიჟარაძე წარადგინეს სამაჰმადიანო საქართველოს სექციის სამურნეო ნაწილის გამგედ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე საქართველო-უკრაინასა და ბოლშევიკებს შორის მოლაპარაკების თარიღად განისაზღვრა 15 იანვარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, სილიბისტრო ჯიბლაძე, გიორგი ლასხიშვილი, პავლე საყვარელიძე და კომისიის მდივანი დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს და საერობო სექციას გადასცეს ოსების განცხადება ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 იანვარს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა სამხედრო სექციას ქართულ ჯარში ჯემალბეგ ხიმშიაშვილისთვის რაიმე თანამდებობის გამოყოფის შესახებ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ლუარსაბ ბოცვაძისა და ნიკოლოზ ნაკაშიძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლიდან გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო. დაკავების დროს – უპარტიო. იგი ერთი წელი მენშევიკების ჯარში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე მენშევიკური მთავრობის დროს ოზურგეთის თვითმმართველობაში მუშაობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს, მენშევიკური მთავრობის დროს,ივანე ცომაია მეოთხე ქვეით პოლკში I ბატალიონის უფროსად მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
ივანე ცომაია გურიის სოციალ-დემოკრატიის ცაკ-ის მოთხოვნით დაინიშნა გურიის გვარდიის ბატალიონის უფროსად.
1918
ტიპი: თანამდებობა
ივანე ცომაია მთავარი შტაბის განკარგულებით დაინიშნა თბილისის გვარდიის ბატალიონის უფროსად. იბრძოდა დენიკინის წინააღმდეგ;
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს თარასხან ეშბა კომუნისტური მოძრაობის ჩახშობაში მონაწილეობდა. გასაბჭოების დროს იგი აფხაზეთიდან ჩუმად გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა იატაკქვეშ ემუშავა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი 1918 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დღემდე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს დაპატიმრებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, ის დიდ ჯიხაიშში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, რომლის წევრებიც იყვნენ: სერგო პლატონის ძე ცაგარეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომლის სახელიც არ ახსოვდა, ალექსანდრე სანაძე, რომელიც დიდ ჯიხაიშში ვაჭრობდა, და ა.შ. სულ ცხრანი.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918-1921 წლებში გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია ნაციონალ-დემოკრატი იყო, შემდეგ – უპარტიო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ იმ წელს საზოგადოებამ დაიწყო ფიზიკის, „დედა ენის“ (I ნაწილი), კრილოვის არაკებისა და „ალის“ ბეჭდვა, რასაც ერთი წლის განმავლობაში 144498.67 მანეთი დასჭირდა.

