საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85194

1932

ტიპი: განათლება

1932 წელს გიორგი სამხარაძემ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1932

ტიპი: განათლება

1932 წელს გიორგი შატბერაშვილმა დაამთავრა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932-1933 წლებში მამია ასათიანი რადიოგაზეთის რედაქტორი იყო ქუთაისში.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის ლირიკული ლექსების პირველი წიგნი „ჩემი პირველი უჯრედი”.

1932

ტიპი: განათლება

1932-1936 წლებში გრიგოლ ჩიქოვანი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932-1937 წლებში ლავრენტი ჭიჭინაძე მუშაობდა ჯერ ჟურნალ „პიონერის” და შემდეგ „ოქტომბრელის” მდივნად.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს სახელგამმა გამოსცა კონსტანტინე მეძველიას პირველი წიგნი „პროლეტარულ ლიტერატურის მოტივები ი. დავითაშვილის შემოქმედებაში”.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს გამოქვეყნდა დუტუ მეგრელის „ჩემი სიტყვა“.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს ვასილ კოპტონაშვილი ახალქალაქის რაიონის სოფელი კოთელიიდან ბორჯომში გადავიდა საცხოვრებლად.

1931

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე გარდაიცვალა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 27 დეკემბერს პაოლო იაშვილმა კოლაუ ნადირაძეს ტელეგრამა გაუგზავნა და მოსკოვში ჩასვლა მოსთხოვა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მალე „სალიტერატურო გაზეთის“ ხელმძღვანელობის შეცვლა იგეგმებოდა, რაც სარედაქციო პოლიტიკაზე სასიკეთოდ აისახებოდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მალე პაოლო იაშვილს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს გაუგზავნიდა და, თუ სურვილი ექნებოდა, შეეძლო თავადაც გასცნობოდა თბილისური ცხოვრების სიახლეებს.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 25 დეკემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა სოსლანს მისწერა, რომ მოსკოვის ლიტერატურულ სიახლეებს პაოლო იაშვილის წერილებით იგებდა, მაგრამ მისი ნეიტრალური თვალთახედვა სხვანაირად საინტერესო იყო. ამიტომ სთხოვდა, ხშრად მიეწერა წერილები და შეეტყობინებინა, როგორი პროცესები ვითარდებოდა თანამედროვე რუსულ ლიტერატურაში.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 დეკემბერს პაოლო იაშვილმა კოლაუ ნადირაძეს მისწერა და ურჩია, როგორმე დაეთანხმებინა „ახალგაზრდა კომინისტის“ რედაქტორი, მისთვის მოკოვში ერთკვირიანი მივლინება გამოეწერა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 დეკემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მისი მოსკოვში დარჩენა მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამართლებული, თუკი იმის დაწერას შეძლებდა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 14 დეკემბერს ბორის პასტერნაკმა ტიციან ტაბიძეს და ნინა მაყაშვილს მოსკოვიდან მოსწერა, რომ პეტერბურგელი პოეტები აღფრთოვანებული იყვნენ მათთან და პაოლო იაშვილთან ურთიერთობით და მოკითხვას უთვლიდნენ.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს გიორგი ნიკოლაძის ხსოვნის აღსანიშნავ საღამოზე, რომელიც ამავე წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა. მოსაწვევს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მდივანმა ბესარიონ ყავრიშვილმა და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილების მდივანმა ი. ლუკაშვილმა მოაწერეს ხელი.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მან და პაოლო იაშვილმა ლენინგრადში ანა ახმატოვა გაიცნეს.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ მას და პაოლო იაშვილს ლენინგრადში ბორის პასტერნაკიც გაჰყვა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ შალვა აფხაიძეს მისწერა, რომ აღფრთოვანებული იყო ლენინგრადით და წუხდა, რომ იქ მხოლოდ ხუთი დღით უწევდა დარჩენა.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 21 ნოემბერს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს მისწერა, რომ პაოლო იაშვილთან ერთად სამი დღის წინ ლენინგრადში ჩავიდა და სასტუმრო „ინტურისტში“ დაბინავდნენ.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 6 ნოემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში მოხსენება წაიკითხა თემაზე „1921 წლის ქართულ-ბოლშევიკური ომი“.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 6 ნოემბერს პაოლო იაშვილმა ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს და გიორგი ლეონიძეს მოსკოვიდან მოსწერა, რომ ტიციან ტაბიძე თბილისში აპირებდა დაბრუნებას.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წლის 26 აგვისტოს ქრისტინე შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლემ, ელენე ლომაძემ კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა აბასთუმნიდან ბახვში.