რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, ცხენოსანი რაზმების შტატების გაზრდის შესახებ კანონპროექტი გადაეცა ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, სასოფლო მილიციის დაარსების შესახებ კანონპროექტი გადაეცა ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საგუბერნიო, სამაზრო და საოლქო ადმინისტრაციის შესახებ კანონპროექტი გადაეცა ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობისა და საფინანსო კომისიებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს უცხო სახელმწიფოთაგან ინსტრუქტორ-მრჩევლების მოწვევის საკითხი ფინანსთა, სასურსათო და სამხედრო სამინისტროებში საქმეების მოსაწესრიგებლად. საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ წინადადებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის თაობაზე, რომელიც საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად გადაეცა სარედაქციო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, მუხლობრივად განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი გზათა სამინისტროსთვის ერთი მილიონი მანეთის გამოყოფის თაობაზე და საბოლოო ტექსტის შესამუშავებლად გადასცეს სარედაქციო კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და დაამტკიცეს კანონპროექტი ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ გამოცემული 300 მილიონი მანეთის ბონის პასუხისმგებლობის აღებისა და 200 მილიონი მანეთის ბონის გამოცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საქარხნო ინსპექციის გაუქმების შესახებ კანონპროექტი გადაეცა მუშათა და შრომის კომისიას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ჩხეიძე თავმჯდომარეობდა, დადგინდა დღის წესრიგი: 1. ამიერკავკასიის ყოფილი კომისარიატის მიერ გამოცემული სამასი მილიონი მანეთის ბონების პასუხისმგებლობისა და ორასი მილიონი მანეთის ბონების ახლად გამოცემის შესახებ საბოლოო რედაქციის შემუშავება, 2. კანონპროექტის განხილვა, რომელიც შეეხება გზათა სამინისტროსთვის ავანსად ერთი მილიონი მანეთის გადაცემას რკინის გზის სალიკვიდაციო ხარჯების გაწევის თაობაზე, 3. ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ კანონპროექტების განხილვა 4. გრიგოლ ვეშაპელის შეკითხვის განხილვა, რომელიც შეეხება საჩხერეში მომხდარ აჯანყებას. 5. მთავრობის მოხსენება ინსტრუქციების მოწვევის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 ივლისიდან ეკატერინე ბეჟანიშვილ-ეპიტაშვილი დაამტკიცეს გადამწერად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ივლისის საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: დავით ჩიქოვანი და გიორგი ნანეიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა გერონტი ქიქოძე, მდივანი იყო პავლე საყვარელიძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 20 ივლისს განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ხონის საოსტატო სემინარიის შესახებ მოხსენებით წარდგა მინისტრთა საბჭოს წინაშე. პედაგოგიური საბჭოს ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, სახურავის შესაკეთებლად და შესაღებად საჭირო იყო 3510 მანეთი. სამინისტრო მხარს უჭერდა თხოვნას და შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, რომ ხაზინიდან ეს თანხა გაეცათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ივლისს განათლების მინისტრის N 1359 ბრძანებით, ლუბა ქრისტეფორეს ასულ ტურინოვს თბილისში ქალთა კერძო გიმნაზიის გახსნის უფლება მიეცა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს მთავარმა კომიტეტმა დემოკრატთა ფრაქცია ეროვნული საბჭოდან გამოიწვია იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინა და ფრაქციაში სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლები შეეყვანა. არჩევნების შედეგად ფრაქციაში ვეღარ გავიდნენ ეროვნული საბჭოს წევრები მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს სხდომაზე ჩატარებულ არჩევნების შედეგად მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელმა მიიღო 2, ხოლო დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძემ – 3 ხმა 18-დან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე; პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ: იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, იურიდიულ კომისიას გადაეცა კანონპროექტი ოფიციალური განცხადებების დაბეჭდვის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, საფინანსო და განათლების კომისიებს გადაეცა კანონპროექტი სამინისტროს ორგანიზაციისა და შტატების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, იურიდიულ კომისიას გადაეცა კანონპროექტი დაწესებულებებათა მიწათმოქმედების სამინისტროს უწყებაში გადაცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, დამტკიცდა დღის წესრიგი: 1. სამანდატო კომისიის მოხსენება საბჭოს წევრთა კანდიდატების შესახებ, 2. ნიკოლოზ ქარცივაძის საბჭოს წევრად ჩარიცხვის შესახებ, 3. ფულის ბონების კანონპროექტის გამოცემის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე კალენიკე ქავთარაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა სოციალისტურ-რევოლუციური ფრაქციის კანდიდატთა სია: ილია ნუცუბიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, ვასილ ბარბაქაძე, ილია თევზაძე, ოლღა სანიკიძე, მიხეილ ბერულავა, პარმენ საბაშვილი, გედეონ მეფარიშვილი, ვსევოლოდ კაპანაძე, აპოლონ კაკაბაძე, სოლომონ ადანაია, გედეონ პაპუაშვილი. საბჭომ უცვლელად დაამტკიცა სია.

