საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89483

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძე იყო საშუალო შეძლების აზნაურის შვილი სოფ. გოდოგანიდან (ქუთაისის მაზრა).

2026

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა ნოე ხომერიკისა და რაჟდენ არსენიძის კონსტანტინეპოლიდან გამოგზავნილი სამგლოვიარო დეპეშები სილიბისტრო ჯიბლაძის გარდაცვალების გამო.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ თბილისში სექტემბრის პირველ რიცხვებში გარდაიცვალა სამსონ კილაძე. უცნობია, რა გახდა მისი მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი.

2026

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნის „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“ პირველ ნაწილში დაბეჭდილია წერილები სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებისა, რომლებმაც წინა წელს საქართველოში იმოგზაურეს: ლუი დე ბრიუკერის 35-გვერდიანი სიტყვა და ორი სიტყვა კამილ ჰუისმანსისა.

2026

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, წიგნის „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“ მეორე ნაწილში შეკრებილია სოციალისტურ ორგანიზაციათა საპროტესტო რეზოლუციები საბჭოთა საქართველოზე თავდასხმის წინააღმდეგ და ამავე მოვლენაზე სხვადასხვა ქვეყნის სოციალისტური პრესის პუბლიკაციები, მათგან საინტერესოა კარლ კაუცკის, მარტოვისა და საფრანგეთის სინდიკალიზმის თეორეტიკოს მერჰეიმის წერილები.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N5) დაბეჭდილ წერილში „კომისრების გაქურდვა“ ნათქვამია, რომ ბოლშევიკების ჩამოსვლის შემდეგ ქურდობა-ყაჩაღობამ მოიცვა მთელი მხარე, ბოლშევიკების მეთაურებსაც არ ერიდებიან, თბილისში გაქურდეს სერგო ქავთარაძე, მე-11 არმიის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვი და ქართული ჩეკას თავმჯდომარე კოტე ცინცაძე.

2026

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6-9 ივნისს ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის საზოგადოებათა V კონგრესზე საქართველოს შესახებ მოხსნებით გამოვიდა ინგლისის წარმომადგენელი, ლედი გლადსტონი, რომელმაც სასტიკად დაგმო მოსკოვის იმპერიალისტთა მიერ საქართველოს დაპყრობა და კონგრესს შესაფერისი რეზოლუცია წარუდგინა მისაღებად.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.