რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სამეურნეო სამრეწველო საზოგადოების ბალანსი 200 მანეთი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ლი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის მოძრავი ქონების ბალანსი 763 მანეთი და 27 კაპიკი იყო. ხელს აწერენ ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე, გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე, მდივანი კარპეზ ბერიძე, წევრები იაკობ ფანცხავა და სილოვან ხუნდაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე ნოე ჟორდანიამ და ევგენი გეგჭკორმა ოლივერ უორდროპს ხოტბა შეასხეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ოლივერ უორდროპმა ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვაზე მისი კუბო გაატარა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის სტავრიდაკისის დაკრძალვას დაესწრნენ ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი მრავალრიცხოვანი საპატიო ყარაულ არტილერიასთან ერთად.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: თამარ ბერიძე, დავით ბერძენიშვილი, თამარა ბერძენიშვილი, ოლღა ბერძენიშვილი, სერგო ბოკერია, ლევან ბოკერია, იასონ ბოკერია, ნეოლინა ბოცვაძე, ნინო ბოხუა და ჭიჭიკო ბუაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ელისე აფხაიძე, სიმონ ლუკას ძე ავალიანი, დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი, ნოშრევან ბაბუნაშვილი, იასონ ბაკურაძე, ლევან ბახტაძე, პავლე ვასილის ძე ბახტაძე, ვასილ ბერიძე, კარპე ბერიძე და პლატონ ბერიძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე, გიგლა აბესაძე, ანტონ აბესაძე, მარიამ აკოფაშვილი, დავით ნიკოლოზის ძე ავალიანი, პარმენ ნესტორის ძე ავალიანი, მარიამ ავალიანი, დიმიტრი ამაშუკელი, ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი და კეკელა აფხაიძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნინო აბაშიძე, დავით გიორგის ძე ალადაშვილი, ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილი, მელანია ლუარსაბის ასული გველესიანი, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი და იაკობ ოქროპირის ძე ფხაკაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ინა ჟორდანიასი ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას „ქალთა საზოგადოება ბავშვთა კეთილდღეობისათვის“.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წელს სტოქსს მამა გარდაეცვალა, დედა ძალიან ავად იყო და შვილის ნახვას დაჟინებით ითხოვდა. მას ლონდონში წასვლა არ შეეძლო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წელს ნინო უორდროპს პოეტმა დომინიკა ზურაბის ასულმა ერისთავმა კეთილგანწყობილი სურვილებით სავსე წერილი გაუგზავნა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ანა მესხი, ე. მაზაროვი, ერმილე ფარნაოზის ძე მიგინეიშვილი, ნიკოლოზ მისაბიშვილი, ლევან ვალერიანის ძე მიზანდაროვი, ივანე ლუკას ძე მეძმარიაშვილი, მოსე მეძმარიაშვილი, ეკატერინე მეძმარიაშვილი, ტრიფონ გიორგის ძე მიქაბერიძე და რაჟდენ პეტრეს ძე მიქაბერიძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: თამარ კონსტანტინეს ასული ლორთქიფანიძე, სოფიო ლომთათიძე, ისმაილ ლომთაძე, ნიკოლოზ ლომსიანიძე, ოლღა ლომსიანიძე, ნინო ლოლაძე, ელენე ლომიძე, ვარლამ ლომიძე, იულია ლექვინაძე და ნადეჟდა ლექვინაძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: პარმენ კვირიკაძე, კონსტანტინე ფირანის ძე კაჭახიძე, იაკობ კოსტავა, ელისაბედ კოსტავა, გრიგოლ ერმალოზის ძე ლაღიძე, სოფიო ლაჭყეპიანი, გრამიტონ ლევიძე, მარიამ ლილუაშვილი, სონია ლორთქიფანიძე, ჭიჭიკო ლორთქიფანიძე და ტერენტი ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ილია კოხრეიძე, ქეთევან კლდიაშვილი, ბაბილინა კლდიაშვილი, ნინო კლდიაშვილი, იონა სოლომონის ძე კობახიძე, ნადეჟდა კობახიძე, მიხეილ იოსების ძე კუჭავა, შალვა კორძაია, ნინო კორძაია და ვლადიმერ კახიანი.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: შალვა იოსელიანი, აკაკი იოსების ძე იოსელიანი, ვიქტორ იოსელიანი, ვარლამ იმნაძე, ლეო იმნაძე, ქეთო კანდელაკი, რაჟდენ იოსების ძე კანდელაკი, ელისაბედ კანდელაკი, ვარლამ კაშია და ბაბილინა კაშია.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრები იყვნენ: ეკატერინა ვეფხვაძე, ილია ქაიხოსროს ძე თაყაიშვილი, გაბრიელ თავდიდიშვილი, ივანე ალფონსის ძე თუმანიშვილი, გიორგი სიმონის ძე თუთბერიძე, ლეო თურქია, აკაკი იაშვილი, ნიკო იაშვილი, მაშო იაშვილი და ვარლამ იოსელიანი.