საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80991

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ (თავმჯდომარე – აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავა) მთავარ გამგეობას 1915 წლის მოკლე ანგარიში გაუგზავნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 აპრილს სახალხო სახლში ქართულ დრამატულ საზოგადოებას უნდა წარმოედგინა შექსპირის 5-მოქმედებიანი ტრაგედია „ჰამლეტი“, თარგმნილი ივანე გიორგის ძე მაჩაბლის მიერ.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 25 აპრილს ირ. ლუარსაბის ძე ხელაძე ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში დაიღუპა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილს ბათუმის თეატრში ანდრია მურუსიძის მონაწილეობით პიესა „სამშობლო“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვეფხო აბრამის ძე აკობაშვილის ლექსი „მეფე ვარ, ლირი!..“

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა იოსებ არიმათიელის (იოსებ იმედაშვილის) სტატია ვალერიან გუნიას შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა დაწერა ისტორიული გამოკვლევა „თამარ მეფე“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი მაკო მიხეილის ასული საფაროვ-აბაშიძისა ავად იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 აპრილს ახალი კლუბის დარბაზში ქართულ კულტურის მოყვარეთა საზოგადოების თაოსნობით გამართულ ღონისძიებაზე დავით ილარიონის ძე კასრაძეს უნდა წაეკითხა ლექცია „უხელო რაფაელნი და მათი ცისფერი ყანწები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა დადიანმა დაწერა 3-მოქმედებიანი პიესა „ვარამი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 აპრილს ნაძალადევის თეატრში გიორგი იშხნელის მონაწილეობით „დრონი ჩვენი ცხოვრებისა“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 24 აპრილს გიორგი ნონიას ძე ჯაბაურის თაოსნობით სახალხო სახლში წარმოადგინეს „ქრისტინე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა გერმანე ვასილის ძე ტოტოჩავას ლექსი „ცოლის წერილი ქმართან ბრძოლის ველზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ვანო გიორგის ძე საათაშვილის თხზულება „დანგრეული ოჯახი“, მიძღვანილი გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილისადმი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ილია ფერაძის ლექსი „სად ხარ, ახლა, ქრისტევ, სად ხარ?“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 23 აპრილს სახალხო სახლში ელისაბედ ალექსანდრეს ასულ ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად ღონისძიება უნდა გაემართათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 23 აპრილს ხაშურში ელსაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილის რეჟისორობითა და მონაწილეობით „ხანუმა“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 23 აპრილს მსახიობი ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძე თელავის თეატრში მიიწვიეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 22 აპრილს ნიკოლოზ ანდრიას ძე ცხადიაშვილი ფეხის მოკვეთის შედეგად მიხეილის ლაზარეთში გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 18 აპრილს სახალხო სახლში ვალერიან ლევანის ძე გუნიას მონაწილეობით „მეფე ლირი“ უნდა წარმოედგინათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 აპრილს სოფ. დვაბზუში ვერა ვადაჭკორიას მონაწილეობით „მეორე კაენი“ და „ბაიყუში“ წარმოადგინეს. მსახიობებმა მაყურებლის მოწონება ვერ დაიმსახურეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე ალექსის ძე ბუქურაულის თხზულება „შამილის სამართალი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილის ხელმძღვანელობით დუშეთში წიგნსაცავ-სამკითხველო დაარსდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის სტატია „ქართული მუსიკა“.