რეგისტრირებული ფაქტები80221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დუმა იყო ოპერის რეჟისორი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის საოპერო დასში რეჟისორის თანამდებობა ეკავა დუმას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის საოპერო დასში შედიოდნენ დირიჟორები: სამოსუდი, სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი, ნიკოლაი ნიკოლაის ძე ჩერეპნინი და ა. ა. ცენოვსკი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იური საბინინი იყო ბასი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვ. ნ. ნიკოლსკი იყო ბასი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ლეონ ისეცკი იყო ბასი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ა. დემიანენკო იყო ბასი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის საოპერო დასში შედიოდნენ ბასები: ა. ა. დემიანენკო, ლეონ ნ. ისეცკი, ორლოვი, ვ. ნ. ნიკოლსკი და იური დ. საბინინი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ისევ ვერ მოხერხდა ახმეტელის თხოვნის განხილვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სპეკულაციასთან ბრძოლის კანონპროექტზე იმსჯელეს: რევაზ გაბაშვილმა, ალექსანდრე ასათიანმა, აკაკი პაპავამ და რაჟდენ არსენიძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე ჩხეიძის თავმჯდომარეობით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 სექტემბერს გამართულ ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს მთავარი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე ხმათა უმრავლესობით პარტიის რიგებიდან გარიცხეს პეროვნული საბჭოს წევრები მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 13 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა უპასუხა წინა სხდომაზე სპეკულაციასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტზე გამოთქმულ კრიტიკას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 19 ივლისს ეროვნულ-დემოკრატიული საბჭოს მთავარმა კომიტეტმა დემოკრატთა ფრაქცია ეროვნული საბჭოდან გამოიწვია იმისათვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩაეტარებინა და ფრაქციაში სავაჭრო-სამრეწველო კლასის წარმომადგენლები შეეყვანა. არჩევნების შედეგად ფრაქციაში ვეღარ გავიდნენ ეროვნული საბჭოს წევრები მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი და დავით ვლადიმერის ძე ვაჩნაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის თქმით, შემდგომში იგი კიდევ დაუბრუნდებოდა ჟორდანიას იდეების ანალიზს. მისი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო იქნებოდა ქართული საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურების ჟორდანიასეული ხედვის განხილვა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს შენობა ჩამოინგრეოდა, თუ აღმოჩნდებოდა, რომ იგი არამდგრად ნიადაგზე იდგა, რომ არქიტექტორს არასაფუძვლიანად უკვლევია ფუნდამენტის გრუნტი, ხოლო თვით ფუნდამენტი არასაკმარისად მყარი მასალისგან იყო დამზადებული, მაშინ მთელი პასუხისმგებლობა არქიტექტორს ეკისრებოდა და მას თავად უნდა შეძლებოდა თავისი შეცდომების აღიარება.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, საფუძველი, რაზეც ჟორდანია მომავალი სახელმწიფოს აღშენებას აპირებდა, მეტად არამყარი იყო და აუცილებლად ასეთივე იქნებოდა თვით სახელმწიფოც.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. თუმანოვის აზრით, მუშათა კლასი საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო საკმარისად განვითარებული. მაგ. ტყიბულის მაღაროებში დასაქმებული მუშები ჯერ კიდევ მტკიცედ იყვნენ მიბმულნი სოფელზე და გლეხის ფსიქოლოგია ჰქონდათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. თუმანოვის აზრით, სოციალ-დემოკრატთა ლიდერების ცალკეული აზრები თუ შეხედულებები საქართველოს სახელმწიფოს მომავალი წყობის შესახებ მეტად ყურადსაღები და საინტერესო გახლდათ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია სათაურით „წერილები პოლიტიკაზე“. სტატიაში თუმანოვი განიხილავდა ნოე ჟორდანიას მოხსენებას, რომელიც მას წაუკითხავს თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე. ჟორდანიას თქმით, გლეხობის ორი ფენა, ჩამორჩენილი და მოწინავე, აშკარად შეიმჩნეოდა დუშეთის, ლეჩხუმის, ზუგდიდისა და სხვა მთიან ოლქებსა თუ კუთხეებში.