საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88112

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე დადგინდა, რომ თეატრის სააღმშენებლო კომიტეტს უნდა გადაეცეს 50 000 მანეთი თეატრის ასაშენებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე, იუნუს წულუკიძე და მდივანი, დავით ნახუცრიშვილი. საგარეო სექციის წარმომადგენლობის განცხადებით აფხაზთა წარმომადგენლობის მოწვევა მოსალაპარაკებლად 20 იანვარს დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 იანვარს ქაშვეთში თბილისის მიტროპოლიტმა ლეონიდმა ღვთისმსახურება აღასრულა. პროცესია გაგრძელდა გოლოვინის პროსპექტზე იორდანის მიმართულებით, სადაც შეუერთდა რუს სასულიერო პირებს და მათ ერთობლივად შეასრულეს რიტუალი იორდანის წყლის კურთხევით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 6 იანვარს სამხედრო სექციამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს, სადაც იუწყება, რომ მათ არ შეუძლიათ ბოლშევიკებისთვის ომის გამოცხადება სხვადასხვა მიზეზთა გამო; გარდა ამისა, სამხედრო სექცია სთხოვს ეროვნულ საბჭოს, რომ ჯარისკაცები აღიჭურვონ სხვადასხვა საბრძოლო იარაღით. ხელს აწერს პოლკოვნიკი ზაქარიაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 იანვარს მატვეევმა ორდუბატიდან თბილისში გაგზავნა დეპეშა თხოვნით, სასწრაფოდ შეატყობინონ, აქვთ თუ არა მოსამსახურეებს ძარცვით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გარანტია, ასევე მიეცემათ თუ არა დახმარება ძარცვისას ჩადენილი მკვლელობის და უბედური შემთხვევების დროს მოსამსახურეთა 2 ოქტომბრის კრების დადგენილებისა და დელეგატ გერბეცის განკარგულების თანახმად. 10 იანვრამდე პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში მოსამსახურეები თანხმობას გარანტიად ჩათვლიან.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 5 თებერვლის N4 გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა” აცხადებს, რომ მიიღება ხელმოწერა ამავე გაზეთზე, რომლის წლიური ფასია 12 მან. ნახევარი წლისა – 7 მან. სამი თვის – 4 მან. ერთი თვის – 1 მან. 30 კაპ. ხელმოწერა შეიძლება ქ. ქუთაისში, რედაქციის კანტორაში პუშკინის ქ. N12 ქეთო მარუაშვილთან, რაჟდენ გიორგის ძე სვანაძესთან, ქ სამტრედიაში ნოე კალანდაძესთან ფოსტა ტელეგრაფის კანტორაში, ქ. გორში „მანდილოსანთა“ საზოგადოების ბიუროში ერთობის ქ., ქ. თბილისში ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხთან კრასნოგორსკაია N31 ნინო ტყეშელაშვილთან არაგვიისკიი პერ. N6 ტერენტი გიორგის ძე სვანაძესთან და შალვა იასონის ძე მეგრელიშვილთან ამიერკავკასიის საფერშლო სკოლაში, მარიამ ჭრელაშვილთან, ეპარქიალური სასწავლებელი, დარია ახვლედიანთან გოლოვინის პროსპექტი, აფთეკა ახვლედიანისა. ფული უნდა გამოიგზავნოს რედაქციის მისამართით ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N12, რედაქტორი კატო მიქელაძე.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 5 იანვარს ვლადიმერ იოსების ძე ბანევიჩმა ქუთაისის რეალური გიმნაზიის დირექტორს შვილის, ალექსანდრე ვლადიმერის ძე ბანევიჩის, სასწავლებელში მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 5 იანვარს თბილისის ხაზინის უფროსი მოლარე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე კორინთელი იმავე ხაზინის ხაზინადრად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა ფინანსთა სამინისტროს კომისარმა ქრისტეფორე კარჩიკიანმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სვიმონ ჯუღელი, ფარნა ნინუა, ივანე ზურაბიშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილმა წარადგინა კახეთის რკინიგზის ფინანსური ანგარიში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი თუმანიშვილმა წარადგინა ანგარიში კახეთის რკინიგზაზე უწესრიგობის და ცენტრალურ კომიტეტთან მისი უთანხმოების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ, სვიმონ ჯუღელმა დაადანაშაულა კახეთის რკინიგზის ადმინისტრაცია უწესრიგობასა და უთანხმოებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ამიერკავკასიის რკინიგზის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარემ, ივანე ზურაბიშვილმა ისაუბრა ცენტრალური კომიტეტის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ. ასევე, მან ურჩია კრებას კომისიის შექმნა, რომელიც დაადგენდა კონფლიქტის მიზეზებს რკინიგზის ადმინისტრაციასა და ცენტრალურ კომიტეტს შორის და შეიტანდა კორექტივებს აღნიშნული საკითხის მოგვარებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სვიმონ ჯუღელი, ფარნა ნინუა, ივანე ზურაბიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ფილიპე გოგიჩაიშვილმა ისაუბრა რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის შესახებ,აღნიშნა, რომ რკინიგზის შემოსავალი ვერ ფარავდა საექსპლოატაციო ხარჯებს და დეფიციტი უფრო და უფრო მატულობდა. მიზეზად მცირე შემოსავალი და ხარჯების ზრდა დაასახელა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რკინიგზის გამგემ, ინჟინერმა გიორგი თუმანიშვილმა ისაუბრა რკინიგზის არაორგანიზებული საქმიანობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სვიმონ ჯუღელი, ფარნა ნინუა, ივანე ზურაბიშვილი; სექციის მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე განიხილეს რკინიგზის ადმინისტრაციასა და ცენტრალურ კომიტეტს შორის არსებული უთანხმოება და გადაწყვიტეს კახეთის რკინიგზის ცენტრალური კომიტეტისთვის იგივე უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების მინიჭება, რაც ამიერკავკასიის გზის ცენტრალურ კომიტეტს ჰქონდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 5 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის თავმჯდომარე იყო გიორგი გვაზავა, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, დიმიტრი ჩოლოყაშვილი, გიორგი თუმანიშვილი, სვიმონ ჯუღელი, ფარნა ნინუა, ივანე ზურაბიშვილი, სექციის მდივანი ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე აირჩიეს კომისია, რომელიც კახეთის რკინიგზის გამგეობის, ადმინისტრაციისა და მუშათა და მოსამსახურეთა ცენტრალურ კომიტეტთან შეთანხმებით შეიმუშავებდა პირობებს და ამ ორგანოთა შორის დაამყარებდა სათანადო ურთიერთობას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 იანვარს გზათა სამინისტროს საქმეთა კომისარმა მელიქ ასლანოვმა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსს მისწერა, რომ კომისარ ჩხენკელს ევაკუაციის დროს დახმარების გაცემის გაუქმებაზე განკარგულება არ გაუცია. კომისიამ აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ დახმარებას არასწორად გასცემდნენ, რაც თითქოს მოსამსახურეთა გაქცევასა და პოსტების დატოვებას იწვევდა. ასლანოვმა ითხოვა, ამ გარემოებისთვის ყურადღება მიექციათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებით მუსტაფა ვექილოვი ბაქოს გუბერნიის კომისრის დამხმარედ დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა კომისარმა აკაკი ჩხენკელმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციის გამგეს, გიორგი გვაზავას 2 იანვრის სხდომის დადგენილების შესახებ. კერძოდ, კახეთის რკინიგზის მოსამსახურენი და მათი აღმასრულებელი კომიტეტი გათანასწორებულნი უნდა ყოფილიყვნენ ფუნქციებითა და უფლებებით ამიერკავკასიის რკინიგზის მოსამსახურეებთან და მათ კომიტეტთან. ხელს აწერენ დავით ნახუცრიშვილი და პავლე საყვარელიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ მაჰმადიანი ქართველების ყრილობაზე წარმომადგენლებად გაიგზავნებოდნენ აკაკი ჩხენკელი, მიხეილ მაჩაბელი და სამსონ ფირცხალავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სამაჰმადიანო საქართველოს სკოლების საერთო გამგედ დამტკიცდა არსენ წითლიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ევგენი გეგეჭკორი და წაიკითხა ოსმალეთის მთავარსარდლისგან გამოგზავნილი დეპეშა ზავის დადებასთან დაკავშირებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილსა და პავლე საყვარელიძეს დაევალათ მობილიზაციის შესახებ მოწოდების შედგენა.