საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები74764

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 9 თებერვალს კომუნისტური პარტიის წევრების მიმღებმა კომისიამ განიხილა 28 პირის პარტიაში ნამდვილ წევრად მიღების საკითხი. მათ შორის (27-ე) იყო გიორგი სოლომონის ძე დიღმელაშვილი, რომელსაც უარი უთხრეს ნამდვილ წევრად მიღებაზე. კომისიის თავმჯდომარე იყო თ. ბეღელაძე, მდივანი – ტ. პანიევი. კომისიის მუშაობას ესწრებოდნენ ტ. ბურეში, გევორქიანი და ჭკვიანოვა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 21 იანვრის აჯანყებულთა საქმეზე დაკითხეს სეით სარდიონის ძე დევდარიანი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 8 დეკემბრის საბჭოს არჩევნებზე მელითონეებმა (ავტოსახელოსნო N1, საბჭოთა მექანიკური ქარხნების N1, N2, N3 მთავარი სახელოსნოები, მექანიკური ქარხანა „გნობი“, სპილენძის ქარხანა; ბენდუქიძის ქარხნის სახელოსნოები, გაგნიძისა და ცეკავშირის ქარხნები, წულაძის მექანიკური ქარხანა) საბჭოს თავმჯდომარე და წევრები აირჩიეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქ.) გამართულ ხელოვანთა კრებაზე პაოლო იაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს სურდა, ხელოვანთა სასახლის დასაარსებლად საქართველოს მწერალთა კავშირისათვის გადაეცა აკაკი ხოშტარიას სახლი ინვენტარიანად.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც მიიღეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სიმონ ჯუღელმა.

1926

ტიპი: ნასამართლეობა

თავისუფალი ეკლესიის დამაარსებელი არქიმანდრიტი ბენიკი სასახლის ქუჩის N7-ში მდებარე ეკლესიას განაგებდა, მას შემდეგ რაც იქედან გამოაძევა ძველი ეკლესიის მოყვარულები, მათ შორის მათი ხელმძღვანელი სააკ სააკიანი, რომელსაც ამით შემოაკლდა შემოსავალი და დაიწყო მორწმუნეთა აგიტ-პროპაგანდა, რაშიც  ჩართული იყო მისი ცოლიც - ანნა ლიბარიტი, აგრეთვე ხეჩუმოვი ვახტანგ, აგბეშევი სავილი და გრიგორიანი სარქისი. ყველა მათგანი დაპატიმრებულია და წარდგება სასამართლოზე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს დაიწყო ვაკის კეთილმოწყობა, რადგან ეს ადგილი სიმწვანის გამო საცხოვრებლად კარგი აღმოჩნდა. კონკურსში გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, არჩილ ქურდიანის პროექტმა „ლამარამ“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში გამართულ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებას დაესწრნენ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი ალექსანდრე სვანიძე, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის რწმუნებული გრიგოლ ლორთქიფანიძე და საქართველოს რევოლუციური კომიტეტის რწმუნებული მამია ორახელაშვილი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 15 აგვისტოს კონსტანტინე ეფრემის ძე გამყრელიძე ბიძაშვილის სახლში შეიპყრეს და შემდეგ გაასამართლეს.

1966

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1966 წელს დის, თამარ წერეთლის თხოვნით დაიწყო კონსტანტინე ეფრემის ძე გამყრელიძის საქმის ხელახალი გამოძიება. წერილიდან ირკვევა, რომ გამყრელიძე დაიჭირეს თბილისთან ახლოს 1923 წელს. თუ რა ბედი ეწია მას, დამ არაფერი იცოდა.1966 წელს კი შეიტყო, რომ კონსტანტინე ციმბირში გადაასახლეს და მოინდომა მისი მისამართის გაგება.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 30 დეკემბრის ღამეს მენშევიკებმა ორი გასროლით მოკლეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე (ტყვიები მოხვდა თავისა და გულის არეში). გვამი იპოვეს მტკვრის პირას, ბორნის ახლოს. გარდაცვლილი გამოასვენეს საკუთარი ბინიდან (პლეხანოვის N129) 1924 წლის 3 იანვარს, დღის სამ საათზე.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წელს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. იგი 20 წლის განმავლობაში იყო პარტიის წევრი, ასევე სათავეში ედგა რკინიგზელთა კავშირს, არალეგალური მუშაობის დროს კი არალეგალურ მენშევიკურ პროფკავშირებში მუშაობდა.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის აგვისტოში მენშევიკებმა ერთ-ერთ ყრილობაზე განაცხადეს თავიანთი პარტიის ლიკვიდაციის შესახებ. პარტის ლიკვიდირების შემდეგ ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე არ შეუერთდა მუშების მხარდამჭერთა გუნდს და დარჩა მენშევიკების ცენტრალური კომიტეტის წევრად.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 5 სექტემბერს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე თბილისში მენშევიკების მიერ ორგანიზებული არალეგალური კონფერენციის თავმჯდომარე იყო. მასთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდა მისი თანამებრძოლი სამსონ დობორჯგინიძე.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ, აღნიშნა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და საბოლოოდ აქცია ზურგი მენშევიკებს.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 1-ელი იანვრის „კომუნისტში“ გამოქვეყნდა არჩილ რუხაძის ცნობა, რომ ილარიონ გიორგაძე სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ხარაგაულში, რკინიგზაზე, სამუშაოდ წასვლას აპირებდა.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოთა ყრილობამ კომფრაქციის სახელით კენჭი უყარა ივანოვ-კავკასიელის მიერ წარმოდგენილ პრეზიდიუმის კანდიდატთა სიას. პრეზიდიუმში აირჩიეს 29 ამხანაგი: მიხა ცხაკაია (თავმჯდომარე), ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე, ელიავა, გეგეჭკორი, ვანო სტურუა, ქართველიშვილი, კახიანი, ლომინაძე, სუხიშვილი, ლაკობა, ხიმშიაშვილი, ჯატიევი, მამულია, დოლიძე, ლორთქიფანიძე, პარმენ წულუკიძე, ქურდაძე, შაბანოვი, იუსუფ ბერიძე, თენგიზ ჟღენტი, ფარნიევი, გედევანიშვილი, დავითიანი, პაპიაშვილი, მელაძე და ჭეიშვილი.

1924

ტიპი: ღონისძიება

რ.კ.პ. ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის სააგიტაციო-საპროპაგანდო განყოფილება აწყობს ბეჭდვითი საქმის გამოფენას და იწვევს ყველა პარტიულ, სახელმწიფო, კოოპერატიულ, სამეურნეო დაწესებულებას, ორგანიზაციებსა და ყველა გაზეთის რედაქციას მონაწილეობა მიიღონ გამოფენაში და კომუნისტური აღზრდის ცენტრალურ სახლში (ყოფილი სამხედრო ტაძრი) ამხ. პუტილოვთან გამოაგზავნონ მათ მიერ გამოცემული ჟურნალები, გაზეთები, წიგნები, ბროშურები და სხვა არაუგვიანეს 1924 წლის 3 იანვრისა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წელს საგზაო-საინჟინრო ინსტიტუტის პარტიული კოლექტივის ბიუროს ყოფილმა მდივანმა, ქანთარიამ, მოიწონა საზოგადოებათა მეცნიერების კათედრის ხელმძღვანელის პოლიტეკონომიკური პროგრამა: პარტია უმაღლეს სასწავლებლებში ტროცკისტული პროპაგანდის აღკვეთას ითხოვდა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

პავლე (რასტემინ) პეტრეს ძე რაზავისს, რომელსაც 1920-1921 წლებში ფოსტის უფროსის თანამდებობა ეკავა, ბრალად დასდეს ტუსაღების ცემა და მიუსაჯეს პატიმრობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საკავშირო კომუნისტური პარტიის ცეკას მდივნის, ლ. დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას მენშევიკების მთავრობასთან.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წელს ლავრენტი ბერია საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 7 ოქტომბერს მიხეილ (ვალოდია) ხუტულაშვილს სამხედრო საქმეთა კომისრისა და არმიის უფროსის მოადგილის უფლებები მიენიჭა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის თებერვალში ბოლშევიკ ობოლაძის მოკვლის შემდეგ გურიაში რეპრესიები დაიწყო და გიორგი სალუქვაძეს დაპატიმრების საფრთხე დაემუქრა. სალუქვაძე იძულებული გახდა, არალეგალურ საქმიანობაზე გადასულიყო და პარტიული მუშაობა გაეაქტიურებინა.

1937

ტიპი: თანამდებობა

გ. ი. სმირნოვი დაინიშნა სსრ კავშირის სახელმწიფო საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ.