რეგისტრირებული ფაქტები81285
სორტირება თარიღი კლებადობით
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 „რიონელი ქალის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „ჩვენ და პარტიული თუთიყუშები“, რომელშიც ავტორი ლაპარაკობს ქუთაისის ქალთა კლუბისა და გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ დევნაზე პარტიული მოხელეების მხრიდან, პატრიარქალურ სულისკვეთებასა და ქალების უუფლებო მდგომარეობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N31 ცნობით, 1-ლი, მე-3, მე-6 და მე-8 არმია, რომელიც იცავდა სოციალისტურ მთავრობას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლაი დიმიტრის ძე ავქსენტევის კანდიდატურას მოითხოვდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N31 ცნობით, 6 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსმა მოხელეებმა ტროცკის გასაღებები გადასცეს, თუმცა მასთან მუშაობაზე ყველამ უარი განაცხადა. სამინისტროში მუშაობა შეწყდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N31) ცნობით, გაიტაცეს დიდი, ახალი თეატრის არტისტთა პირადი ქონება. ძალიან დაზარალდა ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი, რომლის ოთახში იყო მდიდარი სასცენო გარდერობი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ N31 ცნობით, მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოში პროპორშჩიკმა კრილენკომ ჯარისკაცთა უფლებების ახალი დეკლარაცია შეიტანა, რომლის თანახმად ოფიცრებს ეკრძალებოდათ ყოველგვარი განსაკუთრებული ჩინის ტარების უფლება.
1917
ტიპი: ნასამართლეობა
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, წითელი გვარდიის მიერ ო. ლ. კერენსკაიას დაპატიმრების გარემოება გაირკვა. მიხაილოვის მოედანზე წითელ გვარდიელებმა შეიპყრეს ქალი, რომელიც დროებითი რევოლუციური კომიტეტის პლაკატებს გლეჯდა, მიიყვანეს პირველ სპასკის კომისარიატში, სადაც თავი დაასახელა ყოფილი პირველი მინისტრის, კერენსკის ცოლად. ოქმის შედგენის შემდეგ წითელგვარდიელებს უნდოდათ მისი გადაყვანა სმოლნის ინსტიტუტში, მაგრამ ხალხი წინაღუდგა ფა მოითხოვეს მისი გადაყვანა ქალაქის საბჭოში, სადაც ო. ლ. კერენსკაია დატოვეს და ოქმი წარუდგინეს ქალაქის თავს.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N 31 ცნობით, შიდა არეულობებისა და ჟლეტის გავლენით ფ. ფ. ვოსკრესენსკიმ თავი მოიკლა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N31) ცნობით, მოქალაქე ნინა ხანანაშვილმა ქ. სამტრედიის ქალთა წრის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., რისთვისაც ქალაქის გამგეობა დიდ მადლობას უხდის.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბერს ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება პოლიტიკურ შიდა მმართველობაზე და აღიარა საქართველოს ტერიტორიული ავტონომია. ამის შემდეგ კრება 15 წუთით შეწყდა და დრო დაეთმო სხვა გამომსვლელებს, რომლებიც სიაში წინასწარ იყვნენ ჩაწერილი, სიის ბოლოში მოხვდა ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის დელეგატი, კატო მიქელაძე, რომელსაც სიტყვა არ მისცეს. კატო მიქელაძემ კრების თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში საქართველოს ეროვნული ყრილობა გაიმართა, რომელიც ეროვნულ-ინტერპარტიული საბჭოს სახელით გახსნა საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელმა, აირჩიეს პრეზიდიუმი – თავმჯდომარე და მისი ხუთი მოადგილე, ხუთი მდივანი, ცხრა მდივანი საქმეების საწარმოებლად მოიწვიეს. სამანდატო კომისიის არჩევა ყრილობას მიენდო. ყრილობის დღის წესრიგი შემდეგი იყო: 1. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას მოხსენება „თანამედროვე მომენტი და ქართველი ერი“, 2. კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზის მოხსენება „საქართველოს თავად-აზნაურობის ქონების მიღება და მოვლა-პატრონობა“.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19-20 ნოემბერს ქ. თბილისში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჩაატარეს ეროვნული ყრილობა. ყრილობაზე ქალებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19-20 ნოემბრის ყრილობაზე ეროვნული საბჭოს არჩევის დროს ერთი ქალიც არ დასახელდა, გარდა მინადორა ტოროსელიძისა, რომელიც არჩეული იყო არა როგორც ქალთა წარმომადგენელი, არამედ როგორც ფრაქციის წევრი და თან უკანდიდატოდ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ეროვნულ ყრილობაზე სოციალისტმა ცერცვაძემ კითხვით მიმართა ნოე ჟორდანიას, რატომ არ ჰყავდათ ქალებს თავიანთი წარმომადგენელი საბჭოში, რაზეც მან უპასუხა, რომ პარტიაში ქალები ჰყავდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბრის სხდომაზე დ. გ. აბხაზმა განაცხადა, რომ მის მოხსენებაში ხაზგასმით იყო აღნიშნული საჭიროება ეკონომიკური საბჭოს შექმნისა სწორედ იმ სახით, როგორზეც ს. ფ. ზავალიშინი და ე. ი. დიატკინი საუბრობდნენ. შეკრებამ ერთხმად გამოიტანა დადგენილება: 1. მიესალმონ ამიერკავკასიის კომისარიატის, როგორც ერთიანი სახალხო ხელისუფლების, შექმნას; 2. ასეთი კომიტეტის შექმნა აუცილებელია რაიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრების რეგულირებისთვის; 3. ეკონომიკურმა საბჭომ უნდა განიხილოს რაიონის სახალხო სამეურნეო საკითხები; 4 განისაზრვროს ის ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც შევლენ ეკონომიკურ საბჭოში: კავკასიის რაიონის საქარხნო კომიტეტი, ამიერკავკასიის კომიტეტი საწვავისთან დაკავშირებით, ბაქოს კომიტეტი საწვავთან დაკავშირებით, ამიერკავკასიის რკინიგზა, სამეურნეო სამმართველოები, გაერთიანებული ორგანიზაციები შრომის საკითხებთან დაკავშირებით, ნავთობწარმოების საბჭო, გეოლოგიური საბჭო, ამიერკავკასიის ტექნიკური ძალების საბჭო, ნავთობწარმოების მუშათა კავშირი, ამიერკავკასიის რკინიგზის თანამშრომელთა კავშირი, ამიერკავკასიის ოლქის სამხედრო კომიტეტი, ბაქოს ოლქის სამხედრო კომიტეტი, ამიერკავკასიის აგრონომიული ორგანიზაცია. 5. დაევალოს ეკონომიკურ საბჭოს თავად შეადგინოს ამიერკავკასიის კომისარიატის ეკონომიკური საბჭოს პროექტი. 6.აუცილებლად ჩაითვალოს ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტი ჩრდილოკავკასიასთან.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 16 ნოემბერს სახალხო სკოლების დირექტორმა ფედოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს ამიერკავკასიის საქარხნო კრებაზე მოხსენება წაიკითხა დიმიტრი გიორგის ძე აბხაზმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს გაიმართა ამიერკავკასიის რაიონული ეკონომიკური კომიტეტის საორგანიზაციო კრება, სდაც მოისმინეს დ. გ. აბხაზის მოხსენება რაიონული ეკონომიკური ხელისუფლების შექმნის შესახებ. კრებას ესწრებოდნენ: რწმუნებული ს. ს. დურნოვი, ბიუროს წევრი ლ. ი. გულიევი, საქარხნო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ს. ფ. ზავალიშინი. ასევე: კ. ნ. საპიცკი, ეფიმ შორი, ს. ვ. ეფრემოვი, ე. ი. დიატკინი, ი. მ. დრაკინი და დ. ა. ნიკოლაევი.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 15 ნოემბერს ტყელვანის წმ. სტეფანეს ეკლესიის მღვდელი თადეოზ სიმონის ძე ნამიჭეიშვილი გარდაიცვალა.